წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს | Jolo.ge


წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს

წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის ხელის მტევანი  კორფუსის მიტროპოლიტმა  ნექტარიუსმა  ბერძენ სასულიერო პირებთან ერთად საქართველოში ჩამოაბრძანა.

 

წმინდა ნაწილი ჯერ  საპატრიარქოში გადააბრძანეს, შემდეგ კი – სამების საკათედრო ტაძარში,სადაც 28 მაისამდე  დაბრძანდება, შემდეგ– თერჯოლასა და ბოდბეში წააბრძანებენ.

 

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს 2 ივნისს ტოვებს.

 

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. ცნობილია, რომ იგი მწყემსი იყო, ჰყავდა  მეუღლე და ერთი ქალიშვილი–ირინე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სპირიდონმა მონასტრული ცხოვრება აირჩია. ქალიშვილი ირინეც მონოზვნად აღიკვეცა  მთელ თავის სახსრებს გაჭირვებულ  ახლობლებსა და მწირებს ახმარდა. წმინდანის ლოცვა სასწაულებრივი ძალა ჰქონდა. მისი ლოცვებით, გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი – ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები იდევნებოდნენ. ერთ ქალს მან გარდაცვლილი შვილი მკვდრეთით აღუდგინა. როცა ცოცხალი შვილი იხილა, უსაზღვრო სიხარულისაგან დედაც გარდაიცვალა. ქალის მეზობლებმა წმინდანს ვედრება დაუწყეს, რათა მას დედაც აღედგინა. წმინდანმა უპასუხა: ღმრთისაგან ძალზე ბევრს ვთხოულობთო; მაგრამ გულგრილი მაინც ვერ დარჩა, მუხლმოდრეკილმა მოწყალე ღმრთის მიმართ მხურვალედ ილოცა და გარდაცვლილი ქალიც გაცოცხლდა. მკვდრეთით აღმდგარი დედა-შვილი ადიდებდა ღმერთს და მადლობდა წმინდა სპირიდონს.

 

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული სასწაულებრივად, უხრწნელად არის შემონახული დღევანდელ დღემდე. თავდაპირველად, წმ. სპირიდონი დაკრძალეს ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბეთში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა. 1204 წ. როდესაც ჯვაროსნებმა  კონსტანტინოპოლი აიღეს და დაარბიეს, მათ წმ. სპირიდონის უხრწნელ ნეშტს მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და რომში გადაასვენეს, სადაც 1984 წლამდე იყო დასვენებული. შემდგომში წმ. სპირიდონის მარჯვენა ისევ კორფუში გაადასვენეს, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს.როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, რომელსაც წელიწადში 3–4 ჯერ უცვლიან, შემდეგ კი ამ ფაჩუჩებს მრევლში ავრცელებენ.

 

2008 წლის მაისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის პიტროპილიტის ილია II–ის   ლოცვა –კურთხევით, კრწანისის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდა.

ნანახია:(240)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<