‘წვიმა რაჭაში’ | Jolo.ge


‘წვიმა რაჭაში’

ადამიანებს თუ უნებურად


მზე იზიდავთ და მისკენ ილტვიან,


რაჭაში ხშირად დავრწმუნებულვარ,


რომ წვიმასაც კი მისი ხიბლი აქვს,


ზეცა წვიმის წყალს კოკით რომ ასხამს,


თითქოს, სახურავს ხდიან სახლებსო,


წამოიფარებ მტვრიან მოსასხამს,


შეშა რომ მშრალად შემოახვეწო,


ფეჩთან რომ მიყრი, დახერხილს მოკლედ,


ცეცხლში ადვილად შესაკეთებლად,


ნელ-ნელა თუ არ გამოიზოგე,


ზამთრის სამყოფი ქვე, სად გექნება…


ცეცხლისგან შავად გამურულ ტაფას


ზედმეტი ძალა რომ არ დაადგეს,


კომშებს,ან სულაც, დამტვრეულ კაკალს


ფეჩზე, ზემოდან შემოალაგებ…


ისეთი სუნი ტრიალებს ირგვლივ,


თავბრუ ეხვევა კაცსაც და სახლსაც,


თითქოს, სიმღერის ხმაც კი მოისმის,


არადა, გარეთ წვიმაა თავსხმა…

                                                                                                                       ბადრი სულაძე

ნანახია:(23)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<