»ჩუმად სკდებიან ფერადი მაშხალები სადღაც ყელთან ახლოს» | Jolo.ge


»ჩუმად სკდებიან ფერადი მაშხალები სადღაც ყელთან ახლოს»

»ჩუმად სკდებიან ფერადი მაშხალები სადღაც ყელთან ახლოს»

“თორმეტისთვის დაიწყო თოვა წუხელ. ბურუსი იდგა სოფელში, აქა–იქ ყეფდნენ ძაღლები და თოვდა. ალბათ ყველაზე მშვიდი ახალი წელი გვქონდა, გადავწყვიტეთ, არაფერი არ გაგვეკეთებინა, და თუ რამე გემრიელი მოგვინდებოდა, სადმე სტუმრად წავსულიყავით. რომ მოგვშივდა, შევყარეთ კარტოფილი ღუმელში კანიანად, შევხრუკეთ და ეგ იყო. ვისხედით ესე მშვიდად, სულაც უგოზინაყოდ. მერე მამაჩემმა დაიძინა, ზუსტად ათ საათზე, როგორც ყოველთვის. სოფელში ბათქაბუთქი რომ დაიწყო, ცარიელი, სახურავჩამოქცეული გომურის წინ ვიჯექი სიბნელეში. წამოვედი სახლისკენ, დგას აბუზული დედაჩემი თოვაში და უყურებს, როგორ სკდებიან ფერადი მაშხალები ნისლში. ისროდნენ მეზობელი ბავშვები და ჟივჟივებდნენ. მომეხვია დედაჩემი და მკოცნა. მკოცნა და მკოცნა, ჩემ მაგივრადაც, ჩემი გადაკარგული ძმის და იმის ციცქნა ოჯახის მაგივრადაც, და ყველას მაგივრად, ვისზეც გული ეწურებოდა ამ ახალი წლის თოვაში. 

თოვს ახლაც. გავალ გარეთ, დავდივარ, ჭრაჭუნობს ფეხქვეშ. მოვხედავ, კვამლი ამოდის ჩემი სახლიდან. სიმშვიდეა. ჩუმად, ძალიან ჩუმად სკდებიან ფერადი მაშხალები სადღაც ყელთან ახლოს, ცოტა მარცხნივ. ხელს დავიდებ და მესმის.”

 

                                                                                                    ლია ლიქოკელი

ნანახია:(10)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*