შეუპოვრობა! — საიდუმლო, წარმატებასა და წარუმატებლობას შორის | Jolo.ge


შეუპოვრობა! — საიდუმლო, წარმატებასა და წარუმატებლობას შორის

შეუპოვრობა! — საიდუმლო, წარმატებასა და წარუმატებლობას შორის

მუდმივად მაინტერესებდა რა სხვაობაა წარმატებულ და ჩვეულებრივ დამიანებს შორის? 

 

ეს კითხვა წლების მანძილზე მიტრიალებდა თავში. აქედან გამომდინარე გამუდმებით ვესწრებოდი წარმატებული ადამიანების ტრენინგებს. ამ წლების მანძილზე დამიგროვდა მასალაც, გამოცდილებაც და გადავწყვიტე შემეკრა ერთ ტრენინგად, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მხოლოდ მცირედი ნაწილი და ეს არის: წინააღმდეგობების სიძნელეების, ეკლიან გზებზე სიარულით – მიზნის მიღწევა.


braian

ეს არ არის ადვილი. სწორედ ამიტომაც მოსახლეობის დიდი ნაწილი  არა მარტო თავს ანებებს მოქმედებას, უარს ამბობს საერთოდ ჰქონდეს მიზანი და იოცნებოს.

დღეს ხაზი მინდა გავუსვა წარმატებული ადამიანებისას ერთ-ერთ საიდუმლოს, რომელიც წარმოადგენს ბოლო საიდუმლო ციფრს იმ ციფრთა კომბინაციაში, რომელსაც შეუძლია გახსნას კარები და გაგიყვანოთ თქვენი რელობიდან თქვენი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე.

და მაინც რა არის ეს?

 

შეუპოვრობა!

დიახ, დიახ ასე მარტივად მოსასმენი და ასე რთულად განსახორციელებელი რეალობაში.

შეუპოვრობა – ეს არის უნარი იარო წინ, როცა მიზნისკენ მსვლელობისას შედეგს ვერ ხედავ.

ადამიანი პირველ გამოცდას შეუპოვრობაზე საქმის დასაწყისშივე გადის. საწყის ეტაპზე მას აქვს, მხოლოდ იდეები და შემუშავებული გეგმა, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. მისი შეუპოვრობა დამყარებულია მხოლოდ ხედვაზე და ენთუზიაზმზე. ენთუზიაზმი კი მხოლოდ მცირე ხნით სტუმრობს ადამიანს. ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რადგან ამ დროს არის დადებითი ვიბრაციები და მაღალი ენერგეტიკული ველი რაც სასურველი მოვლენების მოზიდვას იწვევს. ამ პერიოდს შეიძლება დაარქვა – ყველაზე ხელსაყრელი დრო, რადგან ყველაფერი მიდის კარგად.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, დგება მეორე გამოცდის დრო შეუპოვრობაზე. პირველადი ენთუზიაზმი ქრება და ადამიანი ეჯახება დიდი რაოდენობით პრობლემას. ეს ის დროა, როცა ენთუზიაზმის ნაკვალევიც კი არ რჩება. სწორედ, აქ გადის შემოწმებას შეუპოვრობა და სწორედ ამ დროს ნებდება ადამიანთა უმრავლესობა.

წარმატებულმა ადამიანმა იცის –  მიუხედავად იმისა, რომ მას შერჩა მხოლოდ ხედვა, ვალდებულია იაროს წინ უამრავი სირთულეების გადალახვით. ამ დროს, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს ეს არის – შინაგანი ძალა. ის არ მოგცემთ უფლებას უარი თქვათ თქვენს მიზნებზე და ეწუწუნოთ თავს, თუ რა ძნელი ყოფილა.

შეუპოვრობა თქვენი დღევანდელობიდან თქვენს მიზნამდე მსვლელობისას, კიდევ ბევრჯერ გაივლის გამოცდას. მაგრამ ყველაზე რთული საწყისი ეტაპია, როცა ჯერ კიდევ არ არის ხელშესახები შედეგები და თქვენი რწმენა ჩამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხედვაზე. წარმატებულ ადამიანს კარგად აქვს გააზრებული, რომ მიაღწიო არსებით შედეგს საჭიროა მინიმუმ 1 წელი.

შეუპოვრობა მნიშვნელოვანი თვისებაა, ის არა მარტო ნაბიჯ-ნაბიჯ გატარებთ წინ. აგრეთვე მოგცემთ უპირატესობას სხვებთან შედარებით. თუმცა, ადამიანების უმრავლესობას მიზნის მიღწევა უნდათ – ჩქარა და ახლავე. აქვე სიტყვამ მოიტან და აუცილებლად უნდა ვახსენო, აუცილებელია გამოიმუშაოთ უნარი მშვიდად შეხვდე –იმედგაცრუებებს და მარცხს. მე არ მითქვამს ეს ადვილია (ამაზე ტრენინგზე დაწვრილებით ვსაუბრობ). ამიტომაც განსხვადებიან წარმატებული ადამიანები თავისი შედეგებით.

როდესაც იჩენთ შეუპოვრობას სიძნელეების მიუხედავად, თქვენ ამით უმტკიცებთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებსაც – თქვენ არ ხუმრობთ და თქვენი განაცხადი, მიზნის მიღწევაზე რეალურია.

რამ შიძლება გამოიწვიოს შეუპოვრობის უქონლობა? როგორ შეიძლება იქნას ის დაძლეული? ეს უკვე ტრენინგის თემაა.

 დასასრულს, მინდა  მაგალითად მოვიყვანო ისტორიული ფაქტი, სადაც კარგად არის შეუპოვრობის თემა გადმოცემული.

ერთხელ მოხუცი უინსტონ ჩერჩილი მიიწვიეს უნივესიტეტში, გამოსაშვებ ჯგუფთან შეხვედრაზე.  მას სთხოვეს სიტყვით გამოსვლა, რათა გზა დაელოცა ბრიტანეთის მომავალი თაობისთვის. ეს გახდა ღირსშესანიშნავი დღე. შორიდან მოდიოდა და იკრიბებოდა ხალხი, რათა თავალი მოეკრათ  და ყური დაეგდოთ ცოცხალი ლეგენდისთვის, ინგლისის სიამაყისთვის.

ხმა დაირხა – ის აპირებდა გამოსულიყო მნიშვნელოვანი სიტყვით, სადაც იქნებოდა თავმოყრილი მთელი მისი ცხოვრებისეული სიბრძნე. ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. უნივერსიტეტის ყველაზე დიდ დარაზში, ნემსიც კი არ ჩავარდებოდა. სრულ სიჩუმეში ჩერჩილი მიუახლოვდა მიკროფონს და მოულოდნელად დაიყვირა: „არასოდეს არ დანებდეთ!“, შემდეგ გაჩუმდა.

თითქმის 30 წამი გაგრძელდა სიჩუმე. ის იდგა მიკროფონთან და მშვიდად ათვალიერებდა გაოგნებულ  სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას. შემდეგ გადაიხარა მიკროფონისკენ და უფრო ხმამაღლა დაიძახა: „არასოდეს არ დანებდეთ!“ ისევ შეავლო თვალი დამსწრე საზოგადოებას და ბოლოჯერ, მთელი ძალით შეჰყვირა: „არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“…  მას მეტი არაფერი უთქვამს ისე გაეშურა გასასვლელისკენ. ასე გაოგნებული დატოვა ხალხი.

დამსწრე საზოგადოება ნელ-ნელა მოეგო გონს და გაიაზრა: ჩერჩილს არ სურდა ეთქვა სხვა რამ, რადგან იმ წუთს არაფერი მიაჩნდა იმაზე მნიშვნელოვნად  . „ არ დანებდე“  ხომ მისი ცხოვრების დევიზი იყო.

პრველად როცა ეს ისტორია მოვისმინე, შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო –  ჩემმა გონებამ ის შეუფერხებლად მიიღო როგორც მტკიცებულება და  პირადად ჩემი ცხოვრების კრედოდაც გადაიქცა.

გახადეთ ის თქვენი ცხოვრების დევიზად და წარმტება გარანტირებულია!

პატივისცემით თამარ კვარაცხელია

ნანახია:(413)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*