შენ იყავ ღამეო ჩემთან და…

by admin | Декабрь 18, 2013 15:55

შენ იყავ ღამეო ჩემთან და
ის თუნდაც სხვის ბაგეს ჰკოცნიდეს,
ღამეო, სიცოცხლე შემჯავრდა,
ღამეო, უთხარი მომცილდეს!

ეგ მთვარე სახე-გაბადრული,
მის თვალებს მახსენებს ტიალებს,
ღამეო, შემჯავრდა ზაფხული,
ყველგან მისი სუნთქვა ტრიალებს.

ამ კაკლებს მისი თმის სუნი აქვთ,
მოჰგვანან წარსულის დარაჯებს,
ღამეო, სიკვდილი მწყურია,
და კიდევ… (ხვალ გეტყვი დანარჩენს).

ღამეო, ჩემ სწორფერ იქნები?
შენც ჩემებრ კუშტი და მკაცრი ხარ,
ღამეო, სანამ გამიქრები,
გეტყვი, რომ — შიგ გულჩი მაჩნიხარ!

 

                                                                                                             თორნიკე ნაროზაული

 

ნანახია:(161)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%95-%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90/