შენ იყავ ღამეო ჩემთან და… | Jolo.ge


შენ იყავ ღამეო ჩემთან და…

შენ იყავ ღამეო ჩემთან და
ის თუნდაც სხვის ბაგეს ჰკოცნიდეს,
ღამეო, სიცოცხლე შემჯავრდა,
ღამეო, უთხარი მომცილდეს!

ეგ მთვარე სახე-გაბადრული,
მის თვალებს მახსენებს ტიალებს,
ღამეო, შემჯავრდა ზაფხული,
ყველგან მისი სუნთქვა ტრიალებს.

ამ კაკლებს მისი თმის სუნი აქვთ,
მოჰგვანან წარსულის დარაჯებს,
ღამეო, სიკვდილი მწყურია,
და კიდევ… (ხვალ გეტყვი დანარჩენს).

ღამეო, ჩემ სწორფერ იქნები?
შენც ჩემებრ კუშტი და მკაცრი ხარ,
ღამეო, სანამ გამიქრები,
გეტყვი, რომ — შიგ გულჩი მაჩნიხარ!

 

                                                                                                             თორნიკე ნაროზაული

 

ნანახია:(151)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ქალი არის გამოხატულება ქმრის სიყვარულისა!

მე გამუდმებით ვეუბნები ლიზას: «, რა მშვენიერი ხარ, შენ სულ იქნები ჩემი გულის სურვილი, შენ შეუდარებელი ხარ!» მე ყოველთვის აღფრთოვანებული


რაჭის მადლი

ფეხითაც რომ მომიწიოს, მაინც წავალ,მიწის მადლი რაჭამ ისე მაგრძნობინა, გეფიცებით, ჩაქაფულს და კაი მწვადსაც მირჩევნია ჩემი რაჭის კარტოფილა… გული ბევრჯერ


„ ჟრუანტელი და ბუსუსები, რომელიც მთელ ტანში დასეირნობს“

ბედნიერება — ესაა, როცა გული ისე მიფრინავს ცისკენ, რომ არც კი გეკითხება. სიამოვნება — ესაა ჟრუანტელი და ბუსუსები, რომელიც მთელ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*