შენი ხასითის არქიტექტორი | Jolo.ge


შენი ხასითის არქიტექტორი

შენი ხასითის არქიტექტორი

ფილმებში ან ფოტოებზე გინახავთ რა ლამაზია მზის სხივებში მოლივლივე ყინულის უზარმაზარი „ნაგლეჯი“ – აისბერგი.  თურმე, მის სილამაზეში იმალება საშიშროება.

აისბერგის თვალით უხილავი 90% მოქცეულია წყლის ქვეშ (გაიხსენეთ ტიტანიკი) და სწორედ  ამიტომაც, მასთან მიახლობა ხდება საშიში.

ადამიანების მსგავსება აისბერგთან ნიშანდობლივია. იმას რასაც ვხედავთ უცხო ადამიანში -ეს არის 10%.

პიროვნება – უფრო ღრმაა თავისი არსით და მისი „მთავარი“  იმალება, სწორედ იმ ზედაპირულობის ქვეშ, რასაც ის წარმოაჩენს.  ადამიანის ამ სიღრმისეულ ნაწილს შეუძლია ჩაძიროს  ან აიყვანოს ის ცხოვრების მწვერვალზე. (პრაქტიკულ ფსიქოლოგიის ტრენინგები მიმართულია, ადამიანის წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე).

 

აუცილებლია მეტი დრო  დაუთმოთ შინაგანი სამყაროს განვითარებას, რომელიც დაფარულია უცხო თვალისგან.

აუცილებელია გაცილებით მცირე დრო ხარჯოთ იმ საგნებსა და გარემოებებზე, რომლებიც ცხოვრებაში ნაკლებ მნიშვნელოვანია.

პიროვნების გარეგნული მხარე ვერასდროს იქნება, შინაგანზე მეტად მნიშვნელოვანი.

ალბათ დაკვირვებიხართ როგორ აშენებენ მაღალ შენობებს. მშენებლებს სჭირდებათ თვეები მხოლოდ იმისთვის, რომ გაამყარონ საძირკველი. შენობის ამოყვანაზე და აშენებაზე  კი მიდის  ნაკლები დრო. როცა უყურებ ასეთ მაღალ ნაგებობას ხვდები, რომ თვალით ხილული არ წარმოადგენს მთლიან არქიტექტურას. ნამდვილი სიმძლავრე  და ძალა  არის უხილავი, რომელმაც უნდა გაუძლოს მიწისძვრებს…

გახსოვთ ზღაპარი სამ გოჭზე? ერთმა აიშენა სახლი თივისგან, მეორემ -ფიჩხისგან და მესამემ -აგურისგან. მოვიდა ბოროტი, ავი მგელი და ერთი სულის შებერვით დაანგრია ორი სახლი, გადარჩა მხოლოდ აგურის.

ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ, საკუთარი პიროვნების ფორმირებას. ბევრი დრო უნდა დავუთმოთ ხასიათს თვისებების ჩამიყალიბებას. ქარბუქები და მიწისძვრები ცხოვრებაში გარდაუვალია, ისევე როგორც ავი და ბოროტი მგლების შემოჭრა. 🙂  მაშინ შეძლებთ სრულყოფილ  იცხოვრებას თუ თქვენი ფასეულობები იქნება დამყარებილი მძლავრ და ურყევ ხასიათზე, როგორც შენობა მყარ საძირკველზე.

ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანის ხასიათი ყალიბდდება ბავშვობაში და მერე მის შეცვლა  შეუძლებელია. ეს, ასე არ არის.

ადამიანს ადრეულ ასაკში საფუძველი ეყრება და გამოიკვეთება მასში პიროვნული თვისებები, მაგრამ მოწიფულ ასაკში მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, თავისი პიროვნების განვითარებაზე და გავაგრძელს ეს პროცესი მთელი შეგნებული ცხოვრება.

ზრდასრულ ადამიანს, ვერავინ ვერ აიძულებს განავითაროს საკუთარი პიროვნება ან გახდეს მაღალი მორალური პრინციპების მატარებელი.

ეს თქვენი არჩევანია და თქვენ ხართ, თქვენი ცხოვრების არქიტექტორი .

100 წლის წინ ევროპაში ცხოვრობდა პატარა ბიჭი, გვარად შიკლგრუბერი. მას არ ასწავლეს რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ყოველ ჯერზე როცა ის  ხმამაღლა აცხადებდა თავის სურვილს გამხდარიყო მოძღვარი ან მხატვარი -დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. მას არ ჰქონდა მაგალითი სწორი მოქმედებების, ამიტომ ვერ შეიძინა ვერანაირუი ფასეულობა. რადგან თვლიდა , რომ ის არ უყვარდათ ოჯახში და გაიქცა სახლიდან. ის იყო ემოციურად დათრგუნული, მისი პიროვნული საძირკველი იყო მყიფე. მიუხედავად ყველაფრისა ის გაიზარდა და გახდა კაცი რომელსაც ჰქონდა განუსაზღვრელი ძალაუფლება. მან შეიცვალა სახელი და ისტორიაში შევიდა როგორც ადოლფ ჰიტლერი.

ჰიტლერი იყო ნიჭიერი ბევრ რამეში, განსაკუთრებით  – კომუნიკაციაში. ის იყო ძალიან პატივმიყვარე, ბუნებრივად ქარიზმატული მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი პიროვნების გიგანტურმა ნაკლმა, მიიყვანა მილიონობით ადამიანი გარდაუვალ სიკვდილამდე.

როცა კითხულობholocaust-kids-children-obama-hussein-hitler-consentration-camp-sad-hill-news-11 ისტორიულ ლიტერატურას, ყოველთვის არის ერთი რამ რაც აერთიანებთ  ბორიტ ადამიანებს – იყვნენ ნიჭიერები, მიზანსწრაფულები, შეეძლოთ სხვების მოხიბლვა და მასების მიზიდვა. ისინი პერიოდულად სჩადიოდნენ საგმირო საქმეებსაც, რითაც მოჰყავდათ მასა აღფრთოვანებაში,  მაგრამ მათი სურვილები არ ცდებოდა მათ ინტერესებს.  ხასიათში ნაკლმა, ისინი მიჰყავდა შინაგან წინაამღდეგობებთან და დამანგრეველ ქმედებებთან.

 

ტალანტი და ქარიზმა როცა ერწყმება წარმატებას, მყარი ცხოვრებისეული ფასეულობების გარეშე – ის ხდება საშიში ტანდემი არა მარტო თავად პიროვნებისთვის, არამედ უთვალავი ადამიანებებისთვისაც.

თქვენ შეიძლება წაიკითხოთ ათასობით წიგნი, დაიცვათ ხარისხი, მართოთ ქვეყანა ან უბრალოდ იყოთ ჩვეულებრივი მოსამსახურე ჩვეულებრივ სამსახურში – ძლიერი პიროვნული ხასიათის და სწორი ფასეულობების გარეშეც. მაგრამ ყოველივე იქნება ზედაპირული და ის ვერ გაუძლებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

იმისათვის რომ ავღზარდოთ ჩვენში ნამდვილი პიროვნება, ადამიანმა უნადა ჩამოიყალიბოს გარკვეული ჩვევები. ეს არის პროცესი, გათვლილი მთელს ჩვენს ცხოვრებაზე. პირადა მე მუდმივად დავდივარ ტრენინგებზე – შინ თუ გარეთ და ეს ცხოვრების წესად მექცა. ის იძლევა, წარმატებული ადამიანების გვერდით ზრდის, განვითრების, წინსვლის საშუალებს.

ძლიერი პიროვნება არ ყალიბდება შემთხვევით ან დროთა  განმავლობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ შეგნებული არჩევანი – ვიხარშოთ ერთფეროვნებაში, სერიალების ყურებით გათანგულები, საკუთარ პრობლემებზე წუწუნით ან გავხდეთ ძლერი, მისაბაძი პიროვნება.

როგორ მოვახერხოთ ეს?

საიდუმლო  იმალება გამონათქვამში რომელიც ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე და  იქცა ჩემი ცხოვრების წესად:

Tk5NDQtYW

„დათესე აზრი – მოიწიე მოქმედება“

„დათესე მოქმედება – მოიწიე ჩვევა“

„დათესე ჩვევა – მოიწიე პიროვნება“

„დათესე პიროვნება – მოიწიე ბედი“

 

პიროვნება – ეს არის ჯამი მისი აზრების და ჩვევების, რომელიც ფორმირდებოდა დიდი ხნის მანძილზე- დღიდან-დღემდე, წლიდან-წლამდე!

ჩვენს შესაძლებლობებს, ინდივიდუალიზმს, შინაგან ძალას, მოტივაციას, ნიჭს და შეუპოვრობას შეუძლია აგვიყვანოს დიდ სიმაღლეებზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პიროვნულ ფასეულობებს შეუძლია გაგვაჩეროს ამავე სიმაღლეზე.

ამ თემით მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენი ხასითის ფორმირება ჩვენსავე ხელშია.  ეს ყველას, უკლებლივ ყველას შეუძლია. მხოლოდ  ერთი პირობით, თუ ჩვენ ვიქნებით გახსნილი და მზად ახლის მისაღებად.

მადლობთ, რომ დარჩით ჩემთან…

„ჟოლოს“ მკითხველისთვის სპეციალურად თამარ კვარაცხელიას „წარმატების ფსიქოლოგია“. 

ნანახია:(243)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<