ქაშუეთი (ჩემთან ერთად ღვთისმშობელიც ტიროდა…) | Jolo.ge


ქაშუეთი (ჩემთან ერთად ღვთისმშობელიც ტიროდა…)

ქაშუეთი (ჩემთან ერთად ღვთისმშობელიც ტიროდა…)

ვიდექი და ვლოცულობდი დედისთვის, 

მაცხოვარის  უსპეტაკეს ტილოსთან,

და როდესაც გავახილე თვალები

ჩემს წინ დედა ღვთისშობელი ტიროდა….

თითქოს ჩემთვის მთავრდებოდა სიცოცხლე,

მიდიოდა ის, ვინც ასე მიყვარდა

სენს, რომელიც  ნელა კლავდა სამყაროს,

ახლა მგონი ჩემი დედაც მიყავდა…

სიჩუმეში აზელილი  კივილით

მუდამ ტკივილს და დარდს რატომ ვატარებ

იქნებ მეყოს, მეყოს! მეყოს! დედაო

ან სიცოცხლე, ან  ტკივილი მაკმარე….

…მახსოვს ქაშვეთს   აღამებდა მიმწუხრი

მე ვიდექი მაცხოვარის ტილოსთან  

და როდესაც გავახილე თვალები, 

ჩემთან ერთად ღვთისმშობელიც ტიროდა…..

 

 

                                                                                    ფიქრია კახიძე

ნანახია:(4)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*