ქართული ღიმილი მალე მთელ მსოფლიოს მოივლის | Jolo.ge


ქართული ღიმილი მალე მთელ მსოფლიოს მოივლის

ქართული ღიმილი მალე მთელ მსოფლიოს მოივლის

მაისის ბოლოს ქართველი მსახიობების, ანუნა მდივნიშვილისა და ვატო მდივანის ღიმილი, მთელ მსოფლიოს მოივლის.  „გაუღიმე მსოფლიოს– ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ქართულ დამახასიათებელ ღიმილთან ერთად, მსოფლიოს 55 ქვეყნის ღიმილი გაერთიანდება და მალე მთელ პლანეტას დაიპყრობს. ქართული ღიმილის ვიდეო რგოლის რეჟისორი ლაშა ბირკაძეა, რომელმაც ამ პროექტის შესახებ, ინტერნეტ სივრცეში შემთხვევით გაიგო.

 


ლაშა ბირკაძე, კლიპის რეჟ
სორი: „ამ პროექტის შესახებ ინტერნეტით გავიგე და მაშინვე დავინტერესდი. დავუკავშირდი პროექტის ორგანიზატორებს და როდესაც გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავი, შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება. „გაუღიმე მსოფლიოს“– პროექტში 55 რეჟისორი მონაწილეობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენ ჩვენი ქვეყნებისთვის დამახასიათებელ, საუკეთესო ღიმილს ვიღებთ. 55 ღიმილი ერთ ფილმად  გაერთიანდება და მაისის ბოლოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. საინტერესო იყო ამ პროექტში მონაწილეობა და მეამაყება, რომ საქართველოს წამოვადგენ. ვცდილობდი ამ გადაღებაში ყველაფერი სრულყოფილად გამეკეთებინა, რადგან საქართველო მსოფლიოში წარმოჩინდეს, როგორც მისი ერთ-ერთი ნაწილი. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს გადამღებ ჯგუფს, ოპერატორს მარიამ მახარობლიძეს და პროექტის მონაწილეებს ანუნა მდივნიშვილს და ვატო მდივანს“.

ნანახია:(33)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<