ქართველი პოეტის, გიორგი ბუნდოვანის პროტესტი | Jolo.ge


ქართველი პოეტის, გიორგი ბუნდოვანის პროტესტი

ქართველი პოეტის, გიორგი ბუნდოვანის პროტესტი

პოეტის პროტესტი საკუთარ პოეტურ საღამოს მოჰყვა. როგორც საპროტესტო განცხადებიდან ირკვევა გიორგი ბუნდოვანი ჟურნალისტების უყურადღებობამ გააღიზიანა. პოეზიისა და როკ მუსიკის სინთეზი, პოეტურ-მუსიკალური ვარიაციები და ნაწილობრივ იმპროვიზირებული საღამო იქ დამსწრეთათვის მართლაც საინტერესო იყო. 

 

 

წინათ თუ პოეტური საღამოები ჩვენს ქალაქში ხშირად იმართებოდა ახლა იშვიათობად იქცა. თუმცა პოეტმა გიორგი ბუნდოვანმა რამდენიმე დღის წინათ არტ-კაფე დივანში პოეტ — მარიკა ჟორჟოლიანთან და ალტერნატიულ როკ-ჯგუფ ”მონოპლანთანერთად პოეტურ-მუსიკალური ივენთის გამართვა მოახერხა…  „დასწრება თავისუფალია,  სიამოვნება მაყურებლისათვის გარანტირებული“ განაცხადა ივენთამდე პოეტმა. პოეტურ საღამოს კი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის განცხადება მოჰყვა…

 

 

გიორგი ბუნდოვანი: მე ნონკონფორმისტი პოეტი, არტისტი და ანდერგრაუნდში მომუშავეშავე მულტიმედია ხელოვანი, ვაცხადებ: საქართველოში ამ პოზიციებზე მდგომი ადამიანები და მითუმეტეს ხელოვანები ვერასოდეს იხეირებენ მასმედიისგან!! მატერიალურად ხომ ლაპარაკიც არაა!!.. ჩვენ ვაკეთებდით და ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, რომელსაც ერთგულად ვემსახურებით დღემდე! ჩვენი რიგები სულ უფრო და უფრო ცოტავდება, თითებზე ჩამოსათვლელნი ვრჩებით! მაგრამ მედროვეებად ვერავინ გვაქცევს! არადა მედროვეებით აივსო ქვეყანა! მაგათია მასმედიაც! გამომცემლობებიც! კონკურსებიც! ფესტივალებიც და ყველანაირი პიარი… მაგათ ხელშია ფული, ბერკეტები და ასე შემდეგ! ეგენი ყოველთვის გზას მიღობავდნენ და გადამიღობავენ! მაგრამ მე ჩემი პირადი გზა არჩეული მაქ!!! ამ გზას ვერ მოუახლოვდებით! ანდერგრაუნდში თქვენი ადგილი არაა და არც არასოდეს იქნება!!

 

გუშინ, არტ-კაფე ”დივანში” მე და ჩემმა მეუღლემ, პოეტმა და არტისტმა — მარიკა ჟორჟოლიანმა და ალტერნატიულმა როკ-ჯგუფმა ”მონოპლანი” გავმართეთ დიდი ერთობლივი, პოეტურ-მუსიკალური ივენთი! მოვიდა „მე-9 არხი“! უამრავი მასალა და ინტერვიუ ჩაწერეს! დღეს დილის გადაცემაში უნდა გაეშვათ და არ გაუშვეს! ვაცხადებ უსასტიკეს პროტესტს ამაზე!! ეს პირველი შემთხვევა არაა ნამდვილად, როცა მოდიან ჩემს ივენთებზე, სხვადასხვა ტელეარხები, იღებენ და არ უშვებენ მერე! რა განსხვავებაა აქ, სხვადასხვა მთავრობების ტელევიზიებს შორის, ამ ასპექტში? არავითარი!!!

 

ამიტომ ვაცხადებ, პროტესტის ნიშნად (რომელიც მათთვის და მათნაირთათვის სასაცილო იქნება!! მაგრამ მკიდია ეს!!) ამიერიდან არანაირ ივენთსა და საღამოს აღარ გამართავს გიორგი ბუნდოვანი! მორჩა! ბოდიშს ვითხოვ იმ ადამიანებთან, ვისაც ვუყვარვარ და  გულით მოდიან ჩემს ივენთებზე!! 

ნანახია:(10)-ჯერ


Comments

comments