ქართველი მწერლები საყდრისის დასაცავად — ,,ჩვენ ბევრნი ვართ!“ | Jolo.ge


ქართველი მწერლები საყდრისის დასაცავად — ,,ჩვენ ბევრნი ვართ!“

ქართველი მწერლები საყდრისის დასაცავად — ,,ჩვენ ბევრნი ვართ!“

«საყდრისმა აჩვენა, რომ კიდევ ერთხელ დამარცხდა საზოგადოება“ — განაცხადა დღეს რატი ამაღლობელმა «კავკასიის» ეთერში, სწორედ რატის სიტყვებს გამოეხმაურა მწერალი თეონა დოლენჯაშვილი და პროტესტი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოხატა.

 

თეონა დოლენჯაშვილი: „ზეცას რომ უტევ, მიზანში ღმერთი უნდა ამოიღო. კულტურას და მეხსიერებას რომ უტევ, მიზანში — საკუთარი ქვეყანა.

 
მადლობა ჩვენს ხელისუფალთ (ძველს, ახალს), რომ კიდევ ერთხელ წაგვიშალეს, დაგვიკარგეს, აგვიფეთქეს. რომ კიდევ ერთხელ დაამარცხეს საზოგადოება“.

 

მწერალი ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტს ესაუბრა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

 

თეონა დოლენჯაშვილი: „ზეცას რომ უტევ, მიზანში ღმერთი უნდა ამოიღო» — ბალზაკის სიტყვებია, მისივე სიტყვებია, ის რომ სისტემა აჩლუნგებს სინდისს, აცარიელებს ადამიანს და საბოლოო ჯამში, ქვეყანას. ასეთი სისტემა თუ არ შეიცვალა და შეიცვალა მხოლოდ სახელები, ყოველთვის დამარცხდება ქვეყანა.

ჩემი მეგობრები, მწერლები — რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი, კოტე ჯანდიერი, გიორგი ლობჟანიძე, ბექა ქურხული, გაგა ნახუცრიშვლი, ეკატერინე ტოგონიძე და სხვები და სხვები, დამერწმუნეთ ბევრნი ვართ, ვეცდებით დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია, საყდრისი დღეს სწორედ ამის სიმბოლოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არის გადარჩენის შანსი“…

 

წყარო: „ნიუპოსტი“

ნანახია:(25)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*