უფალმა მითხრა…… | Jolo.ge


უფალმა მითხრა……

უფალმა მითხრა……
უფალმა მითხრა, დაგყვებიო ფეხდაფეხ ახლოს,
როცა ეცემი,დარდიანი ვდგავარო შენს წინ.
არ მსურს ბოროტმა გამარჯვების თვალებით გნახოს,
შენი ტკივილი მტკივდება და სხეულზე მეწვის.

მე გაგიკვალე გზა–სავალი, რას ეძებ კიდევ?!
სად მიგიწევსო ცოდვიანო მაცდური ფიქრი,
განსაცდელისთვის, თუ გინდა რომ სიმშვიდეს მკიდე,
ყველა სიკეთეს გიგროვებ და შენდობად გითვლი.

მე ვარო, ვინაც მარადიულს გიკვალავს სამყოფს,
მომენდე შვილო ,განაგდეო ავი და ბნელი
და ვიდრე ჟამი წუთისოფლის ბილიკებს გაყოფს,
მანამ მომყევი, თორემ მერე ვეღარ გიშველი.

უფალმა მითხრა, შენთან ერთად ვტიროდი მუდამ,
დაუძლურებულს სარეცელთან გითენე ღამე,
მე ვარო, ვინაც სიკეთისთვის არ იღებს ხურდას,
მე მხოლოდ შენი გაცემული სიკეთე ვთვალე.

მითხრა, თუ როგორ დავუმძიმე ცოდვილმა გული,
მითხრა ღიმილით, მახარებსო ჩემთან ხარ როცა,
სნეულებასა შინა მყოფებს მე თავად ვუვლი
და განსაცდელში ჩავარდნილებს წყალობით ვლოცავ.

მითხრა, რამდენჯერ არ მესმოდა ძახილი მისი,
განწმენდილ გზიდან მერამდენედ ვიბრუნე პირი,
თუმცა იყავი, ჩემი ხელის გაშვების ღირსი,
რომ მალამაზებს, მონანული როდესაც ვტირი.

ის იდგა ახლოს, ისე ახლოს.. და ცრემლის ზღვაში,
ვახრჩობდი წარსულს, დამქანცვოდა ყველა იმედი,
გასაცოდავდა მეტყველება და უფლის ხმაში,
გადაიშალა ყველა მადლი, თუნდაც მცირედი.

გადაეყვლიფა მუხლის თავებს ბინძური ცოდვა,
რად გინდა ყოფნა, თუ ამაო დღეებით ჰკლავდე,
ავკინძე ერთად უსარგებლო ცხოვრება ჰოდა,
უფლის ფეხებთან ცრემლიანი ხელებით დავდე.

                                                                          ნანა მეფარიშვილი

ნანახია:(13)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*