უნიკალური აუდიო წიგნები უსინათლო და მხედველი ბავშვებისთვის

by admin | Апрель 20, 2013 17:17

«რწყილი და ჭიანჭველა», «სალამურა»‘, ,»ნაცარქექია», «მუჭანახევარა» და ქართული იგავ–არაკები… 1968–90 წლებში მაგნიტურ ლენტებზე ჩაწერილი ზღაპრები, რომლის სიდი ვერსია, სულ მალე ნახავს დღის სინათლეს, ეროსი მანჯგალაძის, ელენე ყიფშიძის, მედეა ჩახავასა და გოგი გეგეჭკორის ჩანაწერებია. აუდიო წიგნებს, რომელიც უსინათლოებისთვის და მხედველი ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი «ჰერას» სოციალურ საწარმოში, ხმის ჩამწერი სტუდია «ჰერა» გამოსცემს. სიდის გარეკანზე ილუტრაციასთან ერთად, ზღაპრების ჩამონათვალი უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტით იქნება დატანილი. 


ხვიჩა გუნია, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი »ჰერა»–ს ვიცე თავმჯდომარე:,,უნიკალური ფირები, კერძო კოლექციონერმა გადმოგვცა საჩუქრად. საბჭოთა პერიოდში ყველა ჩანაწერი, რომელსაც რადიოში უშვებდნენ, მაგნიტურ ლენტებზე იწერებოდა. როდესაც ეს ლენტები გადმოგვცეს, გადავწყვიტეთ რომ უნიკალური ჩანაწერები, სიდიზე გადაგვეტანა. საბედნიეროდ ლენტები კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა და კარგი ხარისხის სიდი ვერსია გამოვიდა. ამჟამად მუშაობა 12 აუდიო წიგნზე დასრულებულია. აქედან 6 წიგნში მხოლოდ ქართული ზღაპრები და იგავ–არაკებია შესული, ხოლო დანარჩენში, უცხოური ზღაპრებია. თითოეულ წიგნში დაახლოებით 10–12 ზღაპარია შესული და ყველა მათგანს დიდი ქართველი ბუმბერაზი მსახიობი კითხულობს…


– მაგნიტურ ლენტებზე ჩაწერილი ეს ზღაპები, ალბათ ოქროს ფონდშიც ინახება ხომ?

 
– კი, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ვფიქრობ, რომ აუდიო წიგნების გამოშვებით კარგ საქმეს ვაკეთებთ. როდესაც სკოლამდელი უსინათლო და ასევე მხედველი ბავშვი მოისმენს ეროსი მანჯგალაძის წაკითხულ ამირანსა და გოგი გეგეჭკორის გახმოვანებულ ნაცარქექიას, ისინი ისტორიას შეეხებიან. აუდიო წიგნებს უსასყიდლოთ გადავცემთ უსინათლოთა სკოლას, ასევე ფონიჭალის უსინათლოთა დასახლებას და პარლამენტის ბიბლიოთეკას. წიგნები სარეალიზაციო ქსელში რამდენიმე თშვეში ჩაეშვება და თითოეულის გასაყიდი ფასი დაახლოებით 8 ლარი იქნება. მალე შევქმნით სადისტრიბუციო ქსელს, რომელსაც უსინათლო დავით ყვირილიანი უხელმძღვანელებს. დისტრსიბუციაში დასაქმებულები იქნებიან მცირე მხედველი და სმენა დაქვეითებული ადამიანები.

ხმის ჩამწერი სტუდია, რომელიც «ჰერა»–ში რამდენიმე წლის წინ ერთ–ერთი საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით გაკეთდა, აქტიურად მუშაობს. ამჟამად სტუდიაში თანამედრო მწერლობის აუდიო წიგნების ჩაწერა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ვეფხისტყაოსნის ქართულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენაზე ჩაწერა.

 

                                                                 «ჰერა»

 

კავში «ჰერა» 2000 წელს ჩამოყალიბდა. მისი ძირითადი საქმიანობა, უსინათლო და სმენა დაქვეითებული ადამინების დახმარება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა.


ხვიჩა გუნია:
,,ყველა ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს როგორც მხედველ ისე უსინათლო ადამიანს. 2006 წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოცხადა ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა უსინათლო ადამიანებისთვის როგორც ქართულ ისე უცხოურ სამეცნიერო პოპულაური ლიტერატურის ბრაილის შრიფტითა და აუდიო წიგნების სახით გამოცემას. ტენდერში ,,ჰერამ» გაიმარჯვა და პირველი ქართული აუდი წიგნი, სწორედ  ჩვენმა კავშირმა გამოსცა. შემდეგ გამოვეცით ილია ჭავჭავაძე, ვაჟა–ფშაველა და ა.შ. დააახლოებით 1200–მდე აუდიო წიგნი უსასყიდლოთ გადავეცით ყველა რეგიონის ბიბლიოთეკას, მათ შორის პარლამენტის ბიბლიოთეკასა და უსინათლოთა კავშირს.»

 

                                                                         თორნიკე ყაჯრიშვილი


ნანახია:(212)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/