სიცილის ჯადოქარი მაგნო შავდია ისევ თბილისშია | Jolo.ge


სიცილის ჯადოქარი მაგნო შავდია ისევ თბილისშია

სიცილის ჯადოქარი მაგნო შავდია ისევ თბილისშია

„ჯადოქარი“, მაგნო შავდიას მას შემდეგ უწოდეს, როცა თბილისში სიცილის კარნავალი დააფუძნა და სიცილის თერაპია მთლიანად თბილისს მოუწყო. ამჯერად ის კვლავ თბილისშია და პოზიტიურ განწყობაზე დადგომის მსურველებს შაბათ-კვირას სიცილის ტრენინგზე იწვევს.

 

აქ ნამდვილად დაიბრუნებთ ბავშვურ მხიარულებასა და სიცილის უნარს. ტრენინგი გარკვეული სუნთქვითი და ფსიქოლოგიური ვარჯიშებისგან შედგება.

„15 წუთიანი სიცილი, გულისათვის იგივეა, რაც 15 წუთიანი ვარჯიში ფიტნეს ცენტრში“ — ამბობს მაგნო.


მაგნო შავდია: „სიცილი ამცირებს სტრესის ჰორმონებს, არის უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. აძლიერებს იმუნიტეტს. სიცილი კარგია გონებრივი და ემოციური დისბალანსის დროს. ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის ტვინს სჭირდება 25% მეტი ჟანგბადი ვიდრე ნებისმიერ სხვა ორგანოს. სიცილი აძლიერებს ტვინისადმი ჟანგბადის მიწოდებას, რის შედეგადაც გამჭრიახობა იზრდება 10%-ით. სიცილის თერაპიის კურსებს უცხოეთში ისეთსავე აუცილებლობად მიიჩნევენ, როგორც საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს. მოდი, გულიანად ვიცინოთ და თქვენც დარწმუნდებით სიცილის ძალაში!“

 

ტრენინგი ჩატარდება 18-19 ივლისს, 12 სთ-ზე ჩიტაძის N 11, 598345553. 598379922

ტრენინგამდე კი მაგნოს ჯადოქრობას 17 ივლისს, არტ კაფე startup-ში ეზიარებით. საგულისხმოა ის ფაქტი რომ ყოველ ორშაბათს startup — ი სიცილის კაფედ გადაიქცევა.


 


ნანახია:(70)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<