სისუფთავის შვიდი წესი | Jolo.ge


სისუფთავის შვიდი წესი

სისუფთავის შვიდი წესი

სისუფთავის შვიდი წესი:

🌿 «სუფთა ხელები» — არასოდეს მიითვისოთ ის, რაც არ გეკუთვნით, არასოდეს აიღოთ სხვისი. რადგან ის, რაც არ იყო თქვენთვის განკუთვნილი და მოტყუებით მიისაკუთრეთ, აუცილებლად პრობლემებს გამოიწვევს თქვენს სხეულსა და ცხოვრებაში.

🌿 «სუფთა ყურები» — არ მოუსმინოთ შეშინებულ, ემოციურ, გააფთრებულ ადამიანებს, დაიცავით თქვენი სმენა გინების, ჭორებისა და ცარიელი საუბრებისგან.

🌿 ”თვალების სისუფთავე” — ნუ დააბინძურებთ თქვენს მზერას შურით, არასოდეს შეგშურდეთ ახლობელი ადამიანების.

ნურცს ძალადობასა და სასტიკ სცენებზე შეაჩერებთ მზერას. შეუნარჩუნეთ თვალებს სიწმინდე, დააკვირდით სამყაროს სრულყოფილებას და მისი ფერების ბრწყინვალებას.

🌿 „სუფთა პირი“ — დაიცავით თქვენი პირი ზედმეტი და უსარგებლო სიტყვების წარმოთქმისგან. გახსოვდეთ სიჩუმე ოქროა.

🌿 ”სუფთა სხეული და ტანსაცმელი” — დაიცავით თქვენი სხეული ყოველგვარი ჭუჭყისგან, ყოველთვის ატარეთ სუფთა სამოსი. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას.

🌿 ”აზრების სისუფთავე” — გათავისუფლდით უარყოფითი აზრებისა და ბოროტი ზრახვებისგან. ასევე ნურასოდეს შეიცოდებთ საკუთარ თავს. უბრალოდ გიყვარდეთ იგი.

🌿 „სულისა და გულის სიწმინდე“ — იზრუნეთ და დაიცავით სულიერი იმპულსები. შენი სული არის ყველაზე სუფთა და კაშკაშა, რაც შენ გაქვს, ამიტომ ნუ უგულებელყოფ მას და მის სურვილებს. თუ ცხოვრებაში მისი მითითებებით ხელმძღვანელობთ, მაშინ ყველაზე კურთხეულ გზას მიადგებით საკუთარი კეთილდღეობისთვის.

გიყვარდეთ და სანაცვლოდ არაფერი მოითხოვოთ.

სიყვარული თავისთავად ბედნიერებაა.

Павел Ким

ნანახია:(5626)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რაშია ცხოვრების აზრი?

ნებისმიერ სასარგებლო იდეას აქვს თავისი ევულუცია, მისი წარმოშობის, განვითარების და სრულყოფის გზა. ასეთი გზა გაიარეს მაგალითად რაკეტების, ცათამბჯენების, ავტომობილების, კომპიუტერების


წარმატება უბრალოდ არ დადგება, სანამ მავანი მეფობს

თვითშეფასება??? ეს ის ბუმერანგია, რომელიც შეგიძლიათ არც კი გაუშვათ — იგი მაინც გარედან გიბრუნდებათ 🙂 ეს ის არის, რასაც თქვენ


როგორ გავხდეთ ნაყოფიერები, ცხოვრებასა და საქმეში

15 საუკეთესო ხერხი, როგორ გავხდეთ ნაყოფიერები, ცხოვრებასა და საქმეში! გიორგი თვალაძის რჩევა     1.იყავით დღეს  უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<