»სიზმარში» გათამაშებული ქართული რეალობა | Jolo.ge


»სიზმარში» გათამაშებული ქართული რეალობა

»სიზმარში»  გათამაშებული ქართული რეალობა

  ქეთი  ცხაკაია, ეკა ნიჟარაძე, ონისე ონიანი, ვალერი კორშია, ნინო წულაძე სპექტაკლშისიზმარი“.

ის, რაც ყველასთვის ხილულია, მაგრამ საქართველოში საგულდაგულოდ მალავენ, ნინო მაღლაკელიძემ მარჯანიშვილის თეატრში გაათამაშა. თეატრის მხატვარმა რეჟისორობაც შეითავსა და მაყურებელს საკმაოდ საინტერესო სანახაობა შესთავაზა. ფარდაახდილი ქართული ტრაგიკომედია პარტერიდან ბევრად სარკაზმული იყო. ერთ თემაში გაერთიანებული და სიზმრად ქცეული 7 პატარა პიესა ავტორმა ზურაბ პაპიაშვილმა ქალთა ძალადობის მიზეზებზე ააგო. 7 სიზმარი, რომელსაც გაუთხოვარი ქალი ერთ ღამეში ნახულობს, ქართული რეალობიდანაა აღებული.


 

ზურაბ პაპიაშვილი: „ერთია, როცა ავტორი წერს პიესას და მეორეა, როცა აცოცხლებს რეჟისორი. დიდი მადლობა ნინოს იმისთვის, რომ გააცოცხლა პიესა. ჩემგან უხერხულია ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პიესამ თავისი სათქმელი თქვა, როცა ფინალში გავიდა მარჯანიშვილისა და გაეროს ერთობლივ კონკურსზე. შემდეგ, ბატონ ლევან წულაძემ, ნინომ და მე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დადგმულიყო ეს პიესა. მერე კი თეატრმა რეპერტუარშიც ჩასვა. ჯერჯერობით კარგად მიდის საქმე. ამ პიესის და კონკურსის არსი იყო, რომ ძალადობის თემა სცენაზე გადატანილიყო, თუ  ჩემი პიესა ამ საქმეში რაიმე როლს ითამაშებს, მადლობელი ვიქნები, ასევე, კარგი იქნება თუ  მაყურებელი მიიღებს. კრიტიკასაც მივიღებ, რადგან ეს კონკურსია და რაღაც ფორმატს ექვემდებარები, თუმცა ვფიქრობ, რომ ქალების ძალადობაზე მე ჩემი ძირითადი სათქმელი კარგი კაცების სახელით ვთქვი“.

 

დავით ბუხრიკიძე: „საინტერესო  სპექტაკლია, ნინოს შემოქმედებასაც კარგად ვიცნობ, ინფორმაცია მქონდა იმის შესახებ რა პიესა იყო, ეს გახლდათ გაეროს პროექტი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, პროექტის მოთხოვნით პიესა ერთ საათში უნდა ჩატეულიყო, ამის გამო ცოტა სქემატური გამოვიდა, თუმცა თემატური სათქმელიც, ტრაგიკულობაც და კომიკურობაც ერთდროულად ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესო ეპიზოდებიც იყო. განსაკუთრებით ქეთი ცხაკაია მინდა გამოვყო, მისი ძალიან კარგი თამაში და გროტესკული იუმორი, რომელიც, რასაკვირველია, აცოცხლებს სცენას. ასევე ეკა, რომლის პერსონაჟი მკვდარია, ჩაკეტილია, სძინავს, რომელსაც ყველა უბედურება სჭირს და ეს უბედურებები გადაძახილია არა მარტო სოციალურ გარემოსთან, არამედ რელიგიასთან, ფანატიზმთან, ანტიამერიკანიზმთან, ეს არის თემები, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომ არა ასეთი ფორმატი ამ თემების გაშლა ბევრად უკეთესად შეიძლებოდა, ამან ცოტა დაღი დაასვა პიესას. ასეთი თემები საჭირო და აუცილებელია, რომ დაიწეროს“.

 

 

ინო სურგულაძე: „კმაყოფილი ვტოვებ თეატრს, ორიგინალური სპექტაკლი ვნახე. იმაზე ბევრად მეტი ვიდრე მოველოდი. ბევრი ცხოვრებისეული მომენტია და ძალიან ბევრიც დაინახავს თავის თავს. სპექტაკლის ფორმაც მომეწონა, მუსიკალური გაფორმებაც, განათებაც, მსახიობების ნამუშევარიც… იუმორიც ძალიან კარგი დოზით არის. ამ პრობლემებს საინტერესოდ ჭრის რეჟისორი. ნინოზე ლაპარაკი ცოტა მიჭირს, ჩემი დიდი ხნის მეგობარია, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი საინტერესო რამ შექმნა. ვუსურვებ, რომ მომავალშიც ბევრი საინტერესო რაღაცები წარმოგვიდგინოს, რადგან თავისებური და განსხვავებული ხედვა აქვს“.

 

 

 

ჯანლუკა მარჩიანო, იტალიელი დირიჟორი: „ძალიან საინტერესო სპექტაკლი ვნახე დღეს, საგულისხმო თემით. საკმაოდ თამამი უნდა იყო, რომ გარისკო და ილაპარაკო ამაზე. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. განსაკუთრებით მომეწონა იდეა. ვიხილე მსახიობების საოცარი თამაში, რეჟისორის კარგი დადგმა და მოვისმინე ზუსტად შერჩეული მუსიკა“. 

 

 

 

ნინო მაღლაკელიძე, რეჟისორი: „კონკურსის შედეგად შერჩეულ ცხრა დრამატურგს, რამდენიმე თვის მანძილზე უნდა შეექმნა თემატური პიესები — ოჯახში, ქალთა მიმართ  ძალაოდობის წინააღმდეგ. 2012 წლის ბოლოს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა ახალი ქართული პიესების კრებულის პრეზენტაცია — კითხვა. ამ ინიციატივას უძღვებოდა  მწერალი, მარჯანიშვილის თეატრის ლიტერატურის განყოფილების უფროსი ლაშა ბუღაძე, რომლის ამოცანაც იყო ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი თანამედროვე დრამატურგიის პოპულარიზაცია და რეჟისორების წაქეზება ახალი სპექტაკლების შესაქმნელად. 

 

ზურა ჩემს მიერ რუსთაველის თეატრში დაარსებულ „24-საათიან თეატრალურ ფესტივალზე“ გავიცანი; საინტერესო დრამატურგია, ამიტომ  პირველმა გამოვთქვი სურვილი, ზურა პაპიაშვილის პიესის — „7 სიზმრის“  მიხედვით დამედგა სპექტაკლი, რაშიც მხარი დამიჭირეს პროექტის ინიციატორებმა — გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და მარჯანიშვილის თეატრმა, რისთვისაც მათი დიდი მადლობელი ვარ, განსაკუთრებით ნდობის ფაქტორისთვის, რადგან „სიზმარი“  ჩემი სარეჟისორო დებიუტია. საწყის ეტაპზე, თეატრის სამხატრო ხელმძღვანელთან (ბატონ ლევან წულაძესთან) მოხდა ექსპლიკაციის განხილვა, ხოლო შემდეგ ქალბატონ ეკა მაზმიშვილთან, ქალბატონ გვანცა ასათიანთან ერთად მომზადდა სამუშაო გეგმა.

 

პროექტის ნაწილობრივ დაფინანსებას მერიის კულტურის სამსახურიდანაც ველოდი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, რადგან პიესა იმ მტკივნეულ საკითხებს ეხმაურება, რაზეც ჩვენი ფართო საზოგადოება ხმამაღლა თითქმის არ საუბრობს. მერიისგან დაფინანსებაზე უარის მიღება ჩვენი მატერიალური ფიასკო  იყო, რადგან პროექტი მინიმალური ხარჯებით მომზადდა. ჩემთვის, პირველ რიგში, პროექტის წარმატება,  თავისუფალი აზრის გამარჯვება და შემოქმედებითი ექსპერიმენტის შესაძლებლობაა მთავარი; რაც ჩემთვის კვლევის საგანია, ვინაიდან წელს ილიაუნის დოქტორანტურის სტუდენტი გავხდი, კულტურის კვლევის მიმართულებით.

 

   მე, რა თქმა უნდა, ვერაფერს გეტყვით სპექტაკლის მხატვრულ ღირებულებაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემატიკა გულგრილს არც ერთ მაყურებელს ტოვებს; მარჯანიშვილის თეატრის უნიჭიერესმა მსახიობებმა გამოხატეს კეთილი ნება, ისევე, როგორც ჩვენმა ქორეოგრაფმა ბატონმა გია მარღანიამ და  მონაწილეობა მიიღეს სპექტაკლის შექმნაში“.

 

                                                                                                                       დეა თავბერიძე

ნანახია:(48)-ჯერ


Comments

comments


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort