საქველმოქმედო აქცია — საახალწლო საჩუქრები შშმ პატარებს | Jolo.ge


საქველმოქმედო აქცია — საახალწლო საჩუქრები შშმ პატარებს

საქველმოქმედო აქცია  — საახალწლო საჩუქრები შშმ პატარებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პატარების საახალწლო განწყობაზე ტურისტულმა კომპანია ,,აღმოაჩინე საქართველომ» იზრუნა.



კომპანიის თანამშრომლებმა და სტაჟიორებმა პატარებს საჩუქრად — ტანსაცმელი, სათამაშოები და წიგნები გადასცეს. 

ნინო კეკელიძე, „აღმოაჩინე საქართველოს“ დირექტორი: „აქ 0-დან 6 წლამდე ასაკის პატარები დაგვხვდნენ. მართლა ძალიან გაუხარდათ ჩვენი დანახვა და ჩვენც გაგვაბედნიერა ამან. აქციის მიზანი იყო კომპანიის თანამშრომლებს და კომპანიაშივე არსებული ტურისტული სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს დაემყარებინათ ახლო კომუნიკაცია შშმ ბავშვებთან, დახმარებოდნენ მცირედი საჩუქრებით და ახალი წლის განწყობა შეექმნათ მათთვის

ძალიან გვინდა დაინერგოს არა მარტო დიდ ბიზნესმენებში ეს ტრადიცია, რომ საქველმოქმედო აქციები განახორციელონ, არამედ სტუდენტებშიც, ჩვენს სტაჟიორებშიც ვნერგავთ ამ ტრადიციას, რომ ყოველ სტუდენტს  მივახვედროთ, რომ ჩვენს გარდა ამ სამყაროში არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც ჩვენი  ყურადღება და დახმარება სჭირდებათ. ამიტომ სტუდენტებისთვისაც ძალიან აუცილებელი და ძალიან კარგია ამ სახის აქტივობები“.  

აქციის ფარგლებში აღმოაჩინე საქართველოს დირექტორი ნინო კეკელიძე პირადად გაესაუბრა ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორს ბატონ დავით პავლიაშვილს და ერთად განიხილეს მიმდინარე გამოწვები. ,,აღმოაჩინე საქართველო’’ მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებებს და უსურვებს გამოჯანმრთელებასა და წინასვლას ყველა შშმ ბავშვებს“.

წყარო: ნიუპოსტი


ნანახია:(7)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<