„სად ჯანდაბაში გაქრნენ ის „ინტელექტუალები“… სად არის საზოგადოების აღშფოთება“? | Jolo.ge


„სად ჯანდაბაში გაქრნენ ის „ინტელექტუალები“… სად არის საზოგადოების აღშფოთება“?

„სად ჯანდაბაში გაქრნენ ის „ინტელექტუალები“… სად არის საზოგადოების აღშფოთება“?

„რა ღირს თქვენი პროტესტი პატივცემულო ქართულო საზოგადოებავ?“

 

 — კითხულობს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შვეიცარიაში მცხოვრები მეცნიერი გიორგი კავკასიძე და საყდრისის თემას შემდეგი სტატუსით ეხმიანება.


გიორგი კავკასიძე: „კარგად მახსოვს, გუდიაშვილის ბაღის რეკონსტრუქციაზე შეიძრა მთელი თბილისი. იყო ერთი ვაი უშველებელი, პერმანენტული აქციები, ინტერვიუები ქართულ თუ უცხოურ პრესაში, საპროტესტო პერფორმანსები (ერთი ქალბატონი ძუძუს რძეს სთავაზობდა ყველა მსურველს). მოკლედ მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ სისხლისმსმელი სააკაშვილი თბილისის ერთ ბაღს ანგრევდა.

 

ააფეთქეს საყდრის-ყაჩაღიანის მაღარო — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 3000 წლის წინანდელი საბადო !!!

 სად არის პროტესტი? სად არის კარვები, გალიები, რუსთაველზე ღამისთევები, «ჯოს-ჯოს» ძახილი?

 

სად ჯანდაბაში გაქრნენ ის «ინტელექტუალები» გუდიაშვილის ბაღის გამო სახეს რომ იხოკავდნენ? სად არის პრესკონფერენციები უცხოურ პრესასთან? სად არის საზოგადოების აღშფოთება?

 

განა რამდენიმე ათეული ენთუზიასტი და 2-3 არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერებს საქართველოს ისტორიის ნგრევას?

 

და ბოლო კითხვა:

 

რა ღირს თქვენი პროტესტი პატივცემულო ქართულო საზოგადოებავ?

 

საყდრისის განადგურებამ და არგუმენტად ქართველი მეცნიერების დასკვნებმა კიდევ ერთხელ გამიმტკიცა რწმენა, რომ საქართველოში მეცნიერული წოდების მინიჭების სისტემა უნდა გადაიხედოს.


როგორ შეიძლება მეცნიერის, პროფესორის წოდება ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც სტატიები/კვლევის შედეგები არ აქვს გამოქვეყნებული საერთაშორისო პრესაში ე.წ. Peer-Reviewed ჟურნალში?
პოსტსაბჭოთა პერიოდი მაქვს მხედველობაში“.

ნანახია:(24)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*