»რუსთაველის პრემიის ლაურეატები» »მწერალთა სახლში» | Jolo.ge


»რუსთაველის პრემიის ლაურეატები» »მწერალთა სახლში»

»რუსთაველის პრემიის ლაურეატები» »მწერალთა სახლში»

«მწერალთა სახლში“ ფილმ «რუსთაველის პრემიის ლაურეატების“ პრემიერა გაიმართა. 1964 წელს, ირაკლი აბაშიძის ინიციატივით, კულტურის სფეროების განვითარებისთვის დაარსებული პრემია სხვადასხვა წელს მწერალთაგან მინიჭებული აქვთ კონსტანტინე გამსახურდიას, ნოდარ დუმბაძეს, გურამ ფანჯიკიძეს, ჭაბუა ამირეჯიბს, ოთარ და თამაზ ჭილაძეებს და ა.შ. ფილმში არაერთი უნიკალური დოკუმენტური კადრია სწორედ მათი მონაწილეობით. ლაურეატი მწერლებიდან ფილმის პრემიერას რევაზ მიშველაძე და რეზო ჭეიშვილი ესწრებოდნენ, რომელთაც ამ პრემიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

«მართალია ფილმში ყველა იმ პროზაიკოსზეა საუბარი, ვინც სხვადასხვა წელს ეს პრემია დაიმსახურა, მაგრამ, თავისთავად ცხადია, 60 წუთში მათ ღვაწლზე ამომწურავად საუბარი შეუძლებელია.“ — განაცხადა «მწერალთა კავშირის“ თავჯმდომარემ, მაყვალა გონაშვილმა. მისივე თქმით, ფილმის ჩვენება სკოლებშიც იგეგმება, რაც ბავშვებს ქართული მწერლების მიმართ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს. მომდევნო ფილმი ციკლიდან «რუსთაველის პრემიის ლაურეატები“ პოეტებს მიეძღვნება და მისი პრემიერა, სავარაუდოდ, ორ თვეში გაიმართება.

ნანახია:(79)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*