როდის იწყება მეგობრობა და როდის მთავრდება | Jolo.ge


როდის იწყება მეგობრობა და როდის მთავრდება

როდის იწყება მეგობრობა და როდის მთავრდება

ჩემს მარის!

 

რამდენი ხანია ვფიქრობ როგორ დავიწყო,როგორ გადმოვცე იმ სიყვარულის განცდა, რასაც მეგობრობა ჰქვია, რასაც იმ ადამიანის მიმართ ვგრძნობ, რომელსაც აგერ უკვე 4 წელია ხელჩაკიდებული დავყავარ..ადამიანებში გაქრა სიყვარულის, ერთგულების გრძნობა და რთულია არ დააფასო ის ადამიანი, ვისგანაც ამას იგრძნობ…როდის იწყება მეგობრობა და როდის მთავრდება ეს არავინ იცის, ისე როგორც- სამყაროს დასაწყისი და აღსასრული…დროთა განმავლობაში მოდის ყველაფერი, ერთგულება,ურთიერთგაგება…

 

ჩემთვის,მეგობრობის ეტალონი მარიამია.. .მეგობარი,რომელიც „შავის“ დანახვისას, არ მეუბნება, რომ „თეთრია“,მარტო იმიტომ-რომ  რამე არ მეწყინოს.  ის ჩემი პატარა „დედაა“, რომელსაც ასე თუ ისე, ყველაფერს ვუჯერებ და ყოველთვის გულისყურით ვუსმენ,იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, არასოდეს გადამახვევინებს ცუდ გზაზე…რამდენი რამ უსწავლებია ჩემთვის…მინდა დავწერო, მინდა გამოვხატო და დავტიო აქ, ის გრძნობა რაც ამ ადამიანისგან ვისწავლე…იქამდე მეგონა, რომ მეგობრობა ერთად სადმე ყავის დალევა,ერთმანეთის კომპლიმენტებით ავსება იყო..ახლა კი ყოველდღე ვრწმუნდები იმაში, რომ სიყვარულის, ერთგულების,პატიების შეჯერებით ყოველთვის ნამდვილი მეგობრობა გაიმარჯვებს!

 

მარი რა ვისაუბრე, არც ვიცი )ახლა ღამის 2 საათია..თან ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და როგორც ყოველთვის, ამ დროს ხომ შენ ხარ ჩემი გაჭირვების ტალკვესი…ვინმემ რომ მკითხოს რა არის შენთვის მეგობრობა და სიყვარულიო, შენს სახელსა და გვარს ვეტყვი !

 

უზომოდ მიყვარხარ!! ადრე გითხარი და ახლაც ვამბობ : საუკეთესოთა შორის-საუკეთესო მეგობარი ხარ!

                                                                         შენი იაკო

ნანახია:(47)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*