როგორი შეფია ეკა ხოფერია და რას ითხოვს ის თანამშრომლებისგან? | Jolo.ge


როგორი შეფია ეკა ხოფერია და რას ითხოვს ის თანამშრომლებისგან?

როგორი შეფია ეკა ხოფერია და რას ითხოვს ის თანამშრომლებისგან?

ბევრი სხვა შეფისგან განსხვავებით, ეკა ხოფერიას, თანამშრომლები, უცხოებთანაც კი ასე ახასიათებენ — ეკა, ძალიან კარგი უფროსი არის…

 


ჩვენ კი დავინტერესდით, თუ რა შემთხვევაში ბრაზდება „კარგი უფროსი“ და როგორ გამოხატავს ამ სიბრაზეს. 


ეკა ხოფერია: „რა თქმა უნდა, გაბრაზებაც მჩვევია… ჩემი მთავარი მესიჯი ყველა ჩემი თანამშრომლის მიმართ არის, შენ მე მითხარი იქამდე, ვიდრე ეს პრობლემა მოგვარებადია, როდესაც უკვე პოსტ ფაქტუმ იტყვი, ეს იმიტომ რომ… უკვე არ განიხილება… 


კარგი თანამშრომელია ის, რომელიც გეუბნება, ვიდრე პრობლემა გექმნება, უფრო კარგი თანამშრომელი გეუბნება, რომ იყო პრობლემა, მაგრამ მან ეს უკვე მოაგვარა, იდეალური კი ისე აგვარებს, რომ შენ არც კი იცი, რომ პრობლემა იყო. 


ჩემს გუნდში ამ პრინციპით იზრდებოდნენ და უმეტესობა დღეს სხვადასხვა არხზე საინფორმაციოს უფროსი ან წამყვანია. მე თვითონაც ასე ვაკეთებდი, ამიტომაც ვთხოვ სხვას და როდესაც ეს არ სრულდება, რბილად რომ ვთქვა, მკაცრი ვარ. 


სიბრაზეს კრიტიკული ფრაზებით გამოვხატავ. ჭიქებს ნამდვილად არ ვისვრი. ხოლო თუ შეცდომა მუდმივად მეორდება ჩვენ ერთ გუნდში აღარ ვართ“…  

ნანახია:(8)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*