როგორი უნდა იყოს იდეალური უფროსი? | Jolo.ge


როგორი უნდა იყოს იდეალური უფროსი?

როგორი უნდა იყოს იდეალური უფროსი?

თანამედროვე მსოფლიოში, რაც უფრო მეტად ვითარდება, იხვეწება და მუდმივად იცვლება შეხედულებები ადამიანთა მართვის შესახებ, მით უფრო მეტად იცვლება კონკრეტული მითითებები და მოთხოვნები,  რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელი პირობა იქნებოდა, თუ როგორი უნდა იყოს სამსახურში იდეალური უფროსი და  როგორ უნდა  ხასიათდებოდეს იგი.

ამ შეკითხვებზე პასუხი, უმეტესწილად ინდივიდუალურია, თუმცა გამოკითხვები და კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ იდიალურ უფროსად მოიაზრება ტრანსფორმაციული ლიდერი.  “ისინი არიან პოზიტიურები, შთამაგონებლები და ამასთანავე ისინი  მიმდევრებს განვითარების საშუალებას აძლევენ. სწორედ ასეთები არიან საუკეთესო ხელმძღვანელი- ლიდერები’’ – განმარტავს ფსიქოლოგი და ლიდერობის ექსპერტი რიჩარდ რიგო.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თვისებები რომლებიცაა: ხედვის და მიზნებბის ჩამოყალიბება, პოზიტიური ენერგია, კომუნიკაციის კარგი უნარები, კეთილსინდისიერება, ცნობისმოყვარეობა და იუმორის გრძნობა დასახელდა, როგორც ყველაზე მეტად საკვანძოდ მნიშვნელოვანი.  ასეთ ლიდერ-ხელმძღვანელებს,  კი ყოველთვის ჰყავთ სუპერ საშემსრულებლო გუნდი. ტრანსფორმაციულ ლიდერებს,  როგორც წესი ახასიათებს მაღალი ენთუზიაზმი, დიდი ენერგიულობა და  საქმის კეთების დაუოკებელი ჟინი.

დღეს, ამ სტატიაში განვიხილავთ, მათ ყველაზე მეტად გამოკვეთილ თვისებებს, რომლებიც ზუსტად აღწერს იდეალურ უფროსს ანუ ტრანსფორმაციულ ლიდერს.

ხელს უწყობენ გუნდში კრეატივს – გუნდის წევრებს ყოველთვის სჭირდებათ ხელმძღვანელის მხარდაჭერა, რომ გამოავლინონ კრეატივი. ინტელექტუალური სტიმულირება  კი არის ერთ-ერთი ლიდერული თვისება, რომელიც განსაზღვრავს ტრანსფორმაციულ ხელმძღვანელობას. იდიალური ხელმძღვანელი, გუნდს ახალ გამოწვევებს  სთავაზობს და  დიდ  მხარდაჭერას უცხადებს ამ მიზნების მიღწევაში. კრეატივის წახალისების ერთ-ერთი გზაა – ახალი გამოწვევების შეთავაზება გუნდის წევრებისთვის.

დიდებული ხელმძღვანელები ფოკუსირებულნი არიან არა მხოლოდ გუნდის წევრების შედეგებზე, არამედ მათ აქვთ დიდი ჟინი  და ენთუზიაზმი თვით პროექტის მუშაობის პერიოდში, რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ მათ.

მისაბაძი მოდელი – ტრანსფორმაციული ლიდერების ქცევები და ხასიათი ყოველთვის სამაგალითოა და ეს, ხელს უწყობს გუნდის წევრების წახალისებას. კომუნიკაციის კარგი უნარი, მესიჯის მკაფიოდ გადაცემა გუნდისა და პიროვნებებისთვის, პირდაპირობა  და გაბედულობა,  აი ასეთი ხელმძღვანელით ყოველთვის აღტაცებულები არიან თანამშრომლები და მასთან მუშაობა ყველასთვის სასიამოვნოა.

მოსმენის კულტურა და ეფექტური კომუნიკაცია – ტრასფორმაციული ხელძღვანელობა მოიცავს, ინდივიდუალურ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან. იდიალური უფროსები ყოველთვის ღია არიან კომუნიკაციისთვის და მათან ურთიერთობა ერთგავრი სიამოვნებაა თანამშრომლებისთვის.

პოზიტიური განწყობა – ტრანსფორმაციულ ხელმძღვანელებს აქვთ პოზიტიური განწყობა და დამოკიდებულება, რომელიც ხდება გუნდის წევრებისთვის შთაგონების წყარო. მათი  ოპტიმისტური ხედვა და იმედი ახალი გამოწვევების მიმართ თანამშრომლებისთვის გადამდებია.

გუნდის წევრების წახალისება – ლიდერი ყოველთვის მიესალმება გუნდის ახალ იდეებს.  ასეთ  უფროსებს, რომლებიც წაახალისებენ გუნდის წევრების ჩართულობას და მაღალ ინტერესს, მოიხსენიებენ როგორც დემოკრატიულ ლიდერს. ასეთი მმართველობის დროს, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება გუნდის წევრების აქტიური მონაწილეობით. ერთად განიხილავენ იდეებს და მომავალ გეგმებს. კველვებმა აჩვენა, რომ დემოკრატუილი ლიდერული სტილის გამოყების დროს,  უფრო შემოქმედებითად  ხდება პრობლემის გადაჭრა და უმჯობესდება ეფეტურობა.

გუნდის წევრების მოტივაცია – უფროსი, რომელიც უზრუნველყოფს მოტივაციის ამაღლებას შთაგონების  და ანაზღაურების  გაზრდის მეშვეობით,  ხელს უწყობს  გუნდის წევრების  ეფექტურად მუშაობას. ლიდერები თანამშრომლების შთაგონებისთვის იყენებენ მიმზიდველ იდეას ან მიზანს, აერთიანებენ ყველას ამ იდეის  გარშემო და მიზნის მიღწევა ყველასათვის მთავარი პრიორიტეტი ხდება.

ჯილდო და აღიარება – ლიდერი გამარჯვებებს ყოველთვის გუნდთან ერთად აღნიშნავს და საუკეთესო თანამშრომლებს  ეფექტურად აღიარებას და ჯილდოს სთავაზობს. ეს არის  ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება,  რათა გუნდის წევრებმა თავი იგრძნონ უფროსისგან დაფასებულად  და გახდნენ ბედნიერები. ბედნიერი ადამინი კი როგორც წესი, ყოველთვის უკეთესად ასრულებს სამუშაოს.

იდეალური  ლიდერი-ხელმძღვანელი კონცენტრირებულია, რომ გუნდს დაეხმაროს მათი  საერთო მიზნების მიღწევაში და განსაკუთრებით  იზრუნოს გუნდის თითოეული წევრზე, რათა მათ  სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი. ასეთი უფროსი ყველას ძალიან უყვარს და პატივს სცემენ. მასთან მუშაობა კი საამაყო და ერთგვარი დიდი გამოცდილებაა.

 

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(68)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„ადამიანი იბადება ბედნიერების კოდით, მთავარია მიაგნო ამ კოდის გასაღებს“…

შენ არ უნდა იფიქრო მუდმივად იმაზე, რისგანაც გინდა გათავისუფლდე, ეს ნეგატიური მიმართულებაა ფიქრისა.  შენ უნდა იფიქრო იმაზე, რა გინდა, რა


რჩევა, ბედნიერების მაძიებლებს

მოიშორეთ ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს ფერად სამყაროს შავი ფერებით აბინძურებს. ვინც არ უნდა იყოს: ნათესავი, მეგობარი, ცოლი, ქმარი, ოჯახის


რატომ უნდა განვავითაროთ სიკეთის კეთების ჩვევა?

«არ არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა უმნიშვნელო კეთილი საქმე. ნებისმიერი საქციელი წარმოქმნის ტალღას, რომელსაც არ აქვს ლოგიკური დასასრული.» სკოტ ადამსი ალბათ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*