რის გამო ქორწინდებიან საქართველოში ნაადრევ ასაკში? | Jolo.ge


რის გამო ქორწინდებიან საქართველოში ნაადრევ ასაკში?

რის გამო ქორწინდებიან საქართველოში ნაადრევ ასაკში?

თინეიჯერობის ასაკში ქორწინების მაჩვენებელი საქართველოში განსაკუთრებით მაღალია. ფსიქოლოგების მტკიცებით, ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნის მიზეზი ფიზიკური ლტოლვისკენ მისწრაფებაა, წყვილი  გამოსავალს ქორწინებაში ხედავს. 16–17 წლის ახალგაზრდებს კი ოჯახის პასუხისმგებლობა არა აქვთ გაცნობიერებული. 

 

ამ ასაკში შექმნილ ოჯახს საკუთარი ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრება უჭირს. დიდ როლს თამაშობს ის ფაქტიც, რომ თინეიჯერები ფინანსურად დამოუკიდებელნი ვერ არიან…

საქართველოში  სტატისტიკის მიხედვით, ნაადრევ ასაკში შექმნილ ოჯახებს შორის განქორწინების რიცხვი 5–ჯერ მეტია… თუმცა ხელაღებით არ შეიძლება დაიგმოს ნაადრევ ასაკში ქორწინება, ყველაფერი ადამიანის აზროვნებაზეა დამოკიდებული.

 

 სანდრო ურუშაძე (სტუდენტი) 18 წლის :

–ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნას უარყოფითად ვუყურებ. ქორწინებას მაშინ გადავწყვეტ, როდესაც ფინანსურად დამოუკიდებელი ვიქნები. მეყოლება მანქანა, მექნება საკუთარი სახლი, შემოსავალი, როდესაც შევძლებ უზრუნველყოფილად ვარჩინო ჩემი ოჯახი. 30 წლამდე არ ვაპირებ დაოჯახებას. მოკლედ ჯერ „ვიგულავებ“ და შემდეგ ვიფიქრებ ოჯახზე.

–შენი აზრით, რატომ დგამენ გარდატეხის ასაკში ამ ნაბიჯს?

– ალბათ, სექსუალური მოთხოვნილებების გამო…

 

 ნატა ასათიანი (ჟურნალისტი):

–ეს საკითხი განსაკუთრებით ჩემი და შედარებით უფროსი თაობის პრობლემა იყო და აქ მთავარ როლს ქალიშვილობის ინსტიტუტი თამაშობდა. ახალგაზრდებს უნდოდათ ერთად ყოფნა, თუმცა, ამას საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ მარტივად ვერ წყვეტდნენ, ამიტომ ქორწინდებოდნენ, რაც შემდგომ დიდი ალბათობით ოჯახის დანგრევით მთავრდებოდა. რადგან , ოჯახის შექმნა გულისხმობს, არა მხოლოდ ფიზიკურ თანაცხოვრებას, არამედ კიდევ მრავალ პასუხისმგებლობას, რისთვისაც ახალგაზრდები, როგორც წესი მზად არ არიან. ეს დამოკიდებულება, გარკვეული თვალსაზრისით შეიცვალა დღესდღეობით.  წყვილები იწყებენ ერთად ცხოვრებას და შემდგომ  წყვეტენ ოჯახის შექმნას, რაც თავის მხრივ ოჯახის სიმყარეს უწყობს ხელს.

ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით საინტერესოა ფსიქოლოგების აზრი , ამის გასაგებად, ფსიქოლოგსა და სკოლამდელი ასაკის პედაგოგს ლალი სურმავას გავესაუბრე.

 

 ლალი სურმავა (ფსიქოლოგი):

–ყველა მოზარდი ამ ასაკში  თვითდაჯერებულია, ისინი ხომ „დიდებად“ თვლიან თავს. ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნის არაერთი ფაქტორი არსებობს. ძალიან ხშირად ბავშვებს ოჯახში, მშობლებთან არა აქვთ კარგი ურთიერთობა, არ არიან მათთან გახსნილები. ამ დროს, მათ პირიქით ესმით მშობლის რჩევა, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში უმალავენ მათ გრძნობებს და ეჭვის თვალითაც უყურებენ. ძალიან ხშირად მოზარდი ამ ნაბიჯს თავისი ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე დგამს, სახლში არ სუფევს ისეთი ჰარმონია, როგორიც მას სურს და ჰგონია, რომ სხვაგან უფრო კარგია, ამიტომ გამოსავალს ქორწინებაში ხედავს. განსაკუთრებით, მამრობითი სქესის წარმომადგენლები სექსუალური ცხოვრების დეფიციტს განიცდიან და „ქალის“ მოპოვების ერთ-ერთ გზად ქორწინება მიაჩნიათ“.

 

  ავტორი: იაკო ამირანაშვილი

ნანახია:(257)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

5 მიზეზი, რატომ ვერ ხვდებით სწორ მამაკაცს

ძალიან ცოტაა ისეთი ქალბატონი, რომელსაც ჰკითხავთ როგორი მამაკაცი ჰყავს გვერდით და გიპასუხებთ, რომ ზუსტად ისეთი, როგორიც სურდა. რა არის მიზეზი


ამის ცოდნაც კი საკმარისია, რომ ბევრი რამ თავის ადგილზე დადგება…

ურთიერთობები მამაკაცსა და ქალს შორის ისეთი საკითხია, სადაც ბევრი რამ გასააზრებელია ჰარმონიული და ბედნიერი კავშირისთვის. თითოეული ჩხუბი, კამათი, წყენის დაგროვება,


„ქმარი გაოგნებული უყურებდა, ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა“…

ერთ კაცს სურდა შეემოწმებინა, უყვარდა თუ არა ცოლს და მისწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, თითქოს ტოვებდა. ბარათი ტუმბოზე დადო, თვითონ კი საწოლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*