რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შევძლოთ | Jolo.ge


რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შევძლოთ

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შევძლოთ

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაზე რთული კითხვა, რომელზეც ჩემი მსმენელების უმრავლესობას უჭირს პასუხის გაცემა და რომელიც საკუთარი დანიშნულებისა და ნამდვილი ფასეულობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ არის:

— რა გინდა შენ?

სამწუხაროდ, ბევრმა მართლა არ იცის, რა უნდა. და სტანდარტული მიზნების შემდეგ, როგორიც არის სახლი, მანქანა, ფული და ასე შემდეგ, თუ კითხავთ:

— რა გინდა სინამდვილეში? რა მოგიტანს ბედნიერებას? პასუხად დაბნეულ მზერას და სიჩუმეს მიიღებთ.

ყველაზე რთული საკუთარ მიზნებში, სიღრმისეულ სურვილებში გარკვევაა. და ადამიანის ცხოვრება ისე მიდის, როგორც მანქანა, რომელსაც GPS-ი ჩაურთეს და მიმართულება კი არ მისცეს.

ბოლო დროს იმდენად ხშირად ვაწყდები ამ პრობლემას, რომ მივხვდი, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ადამიანებს დაეხმარო მატერიალური მიზნების იქით დაინახონ ნამდვილი ფასეულობები, დაეხმარო იპოვონ თავისი ცხოვრების აზრი, აღმოაჩინონ საკუთარი დანიშნულება და საქმე, რომელიც ბედნიერებას მოუტანთ.

და მაშინ ისინი ყველა წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებენ. გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც ეზარებოდათ, არ შეეძლოთ, არ გამოსდიოდათ მაშინ, როცა არასაყვარელ საქმეს აკეთებდნენ.

ცხოვრება ძალიან სწრაფად მიდის წინ და თითქმის ყოველ დილა  ახალ-ახალ გამოწვევებს გვახვედრებს ამ გზაზე. იმისათვის, რომ  ჩვენი მოგზაურობა ამ სამყაროში ხალისიანი, ბედნიერი, ჰარმონიული იყოს აუცილებელია ვიცოდეთ ვინ ვართ, რისთვის მოვედით და საით მივდივართ.

თამარ საგინაშვილი

ნანახია:(2025)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყოველ წუთს, რომელსაც აქ ატარებთ თავის საფასური აქვს

წარმოიდგინეთ, მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაგრჩათ, შეიძლება ერთი საათი. რაღაც შემთხვევის წყალობით ზუსტად გაიგეთ, თუ როდის გარდაიცვლებით. რას გააკეთებდით თქვენი ცხოვრების


ნებისმიერ ადამიანს უამრავი მიზეზი აქვს ბედნიერებისთვის

«…ბევრს შეუძლია იყოს კეთილი, როცა ამის მიზეზი აქვს. მთავარია მაშინ როგორია, როცა გაბოროტების მიზეზი აქვს. სატანაც ანგელოზი იყო დაცემამდე. დაცემა


„ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება…. არცერთი წამი არ დაკარგო ცრემლებზე… მუდამ გაიღიმე“…

გინდა ბედნიერი იყო და სხვებსაც მიანიჭო ბედნიერება? მაშინ გაუღიმე ცხოვრებას და ისიც გაგიღიმებს… დეპრესია??? ეგ მხოლოდ ზარმაცებს ემართებათ, ვისაც გაღიმება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<