რაჭის მადლი | Jolo.ge


რაჭის მადლი

რაჭის მადლი

ფეხითაც რომ მომიწიოს, მაინც წავალ,
მიწის მადლი რაჭამ ისე მაგრძნობინა,


გეფიცებით, ჩაქაფულს და კაი მწვადსაც


მირჩევნია ჩემი რაჭის კარტოფილა…


გული ბევრჯერ რაჭაში რომ მტრედად იქცა,


ამ სურვილმა ახლაც ისე მომიარა,


გეფიცებით, ჰამბურგერს და ყველა პიცას


მირჩევნია ჩემი რაჭის ლობიანა…


საქართველოს სილამაზე აბა რაა,


უამცაოდ, უამმზეოდ, უგვირილოდ,


გეფიცებით, ყველა ვისკს და ყველა არაყს


მირჩევნია ჩემი რაჭის ჭურის ღვინო…


რა მადლიც აქვს კარტოფილას, ან ლობიანს,


იმ სიკეთით ჭურიც ბევრჯერ დაიცალა…


მიწის ყადრი რაჭამ ისე მაგრძნობინა,


ფეხითაც რომ მომიწიოს, მაინც წავალ…

<br />
                                                                                                    ბადრი სულაძე

ნანახია:(44)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<