,,რაჭველ ემიგრანტს» | Jolo.ge


,,რაჭველ ემიგრანტს»

,,რაჭველ ემიგრანტს»

დიდი მიხვედრა სულაც არ უნდა,
რა მონატრების სევდაც გწვევია…
ბაჭულებს ახლაც აცხობს ბაბუდა
და ძროხაც ისევ მოსაწველია…
მოსაფერებლად რტოებს გიწვდიან
კოპიტი, ძეწნა და უთხოვარი…
კალოკარს იქით ისევ გიცდიან
რივნის ჭალები, ნაღუდოვარი…
გვალვების მერე ეგებ გაწვიმდეს,
მაგრამ ხდება, რაც მოსახდენია…
ბაბუა ქათმის დაკვლას აპირებს
და ჭურის თავიც მოსახდელი აქ…
ღმერთო, მიმრავლე მონაგარიო,-
იტყვის და დოქებს გვერდით მოიწყობს…
ეს ხსოვნაც ლხინში უნდა გარიო
პურჩალბობილი ღვინის ბოღლიწოდ…
ისევ ჩამოფქვავ სიმინდს წისქვილში,
ოღონდაც ფიქრი არ გაგიხუნდეს…
მზეს ამოიყვანს მამლის ყივილი
და რაჭაც გულში კვლავ ჩაგიხუტებს…
დიდი მიხვედრა სულაც არ უნდა,
რა მონატრების სევდაც გწვევია…
ბაჭულებს ახლაც აცხობს ბაბუდა
და ძროხაც ისევ მოსაწველია…

 

                                                                                             ბადრი სულაძე

ნანახია:(6)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*