რაში დახარჯა უსახლკარომ საშობაო საჩუქარი — 100 დოლარი | Jolo.ge


რაში დახარჯა უსახლკარომ საშობაო საჩუქარი — 100 დოლარი

რაში დახარჯა უსახლკარომ საშობაო საჩუქარი — 100 დოლარი

ახალგაზრდა რეჟისორმა ჯოშ პეილერ ლინმა ქუჩაში ერთ-ერთ უსახლკაროს 100 დოლარი აჩუქა და გადაწყვიტა დაკვირვებოდა რაში დახარჯავდა ის თანხას. ლინი ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც დაინახა, რომ მამაკაცი სასმელების მაღაზიაში შევიდა, თუმცა ოპერატორს სთხოვა ბოლომდე მიჰყოლოდა მას და ენახა რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი.

 

იმან, რაც შემდეგ მოხდა ჯოში ძალიან გააკვირვა. მაღაზიიდან გამოსული მამაკაცი სხვა უსახლკაროებისკენ გაემართა და მათ სასმელი და საჭმელი მიუტანა. გულაჩუყებული რეჟისორი მას მიუახლოვდა და უთხრა, რომ ყველაფერი ნახა და გადაიღო კიდეც და ჰკითხა რატომ მოიქცა ასე.

 

„არსებობს რაღაცები, რასაც ფულით ვერ იყიდი. ადამიანების დახმარება მე სიამოვნებას მანიჭებს“, — უპასუხა თომასმა და საკუთარი ისტორიაც მოაყოლა. მან სამსახური მიატოვა, რათა კიბოთი დაავადებული მამინაცვლისთვის მოევლო, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა, რასაც 2 კვირაში დედის სიკვდილიც მოჰყვა. ამის შემდეგ თომასს სახლი გაუყიდეს და ის ქუჩაში აღმოჩნდა.

 

ნანახია:(23)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<