რატომ არ გვაქვს ის, რაც გულით გვინდა? | Jolo.ge


რატომ არ გვაქვს ის, რაც გულით გვინდა?

რატომ არ გვაქვს ის, რაც გულით გვინდა?

ჩვენ იმიტომ არ გვაქვს ის, რაც ასე გულით გვინდა, რომ ყოფნის დონეზე, უბრალოდ, არ ვართ მასთან ჰარმონიაში… როდესაც ჰარმონიაში მოვალთ იმასთან, რაც გვინდა, ის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თავისით მოვა ჩვენთან.

 

მუხა რკოს დათესვის შედეგად ამოდის, მაგრამ რკო რომ გავტეხოთ მასში ვერ ვიპოვით მუხას… მუხა მას შემდეგ ამოდის, რაც რკო გაიჟღინთება და მიწაში ჰარმონიაში შევა ისეთ ნივთიერებებთან, რომლებიც სისრულეში მოიყვანენ მუხის დაბადების პროცესს. ანუ რკო მიიზიდავს თავისთან იმას, რასთანაც ჰარმონიაშია… სხვა შემთხვევაში ის ფიზიკურად ვერ მიიზიდავდა მას და მუხაც არ დაიბადებოდა. რკო — ეს არის ენერგიის მარცვალი, რომელიც ვიბრირებას ახდენს გარკვეულ სიხშირეზე.


ჩვენი სხეულიც — ეს არის ენერგიის მასა, რომელიც ვიბრირებას ახდენს მაღალ სიჩქარეზე და გარკვეულ სიხშირეზე. ჩვენი სხეული შექმნილია ზუსტად ისეთი მატერიისაგან, როგორითაც არის შექმნილი სკამი რომელზეც ახლა ვზივართ, მაგიდა, ჭიქა და იგივე რკო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ მხოლოდ ის, რაც იმყოფება ჰარმონიაში ჩვენთან და ჩვენს ვიბრაციასთან.

 

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ პატარა მწვანე წერტილი ჰარმონიაშია და ვიბრაციის იმავე სიხშირეზეა რაზეც არის რკო, და იქიდან გამომდინარე, რომ ეს მწვანე წერტილი იმყოფება იმავე ვიბრაციაზე, რაზეც ჩვენი რკო, ესეიგი რკო მიიზიდავს ამ მწვანე წერტილს თავისთან და დააკვირდით რა ხდება, რკო მიიზიდავს თავისთან ყველაფერ იმას, რაც იმყოფება ჰარმონიაში მასთან.

 

შემდეგ რა მოხდება?

 

რკოსგან გაიზრდება ხე, სახელწოდებით მუხა.

 

ძირითადი იდეა თესლშია… თესლი აკონტროლებს ვიბრაციას… ენერგია, რომელსაც ქმნის მუხა, ყოველთვის აქ იყო… ის ყოველთვის აქ და ამჟამადაა და ეს აქ და ამჟამად მარადისობაა.

 

ის ჰარმონიაშია, რომელიც მიისწრაფვის ამ თესლის მოზიდვისაკენ, ახლა დაუფიქრდით, რკო იმყოფება მიწაში, ენერგია რომელიც ქმნის მუხას იმყოფება სამყაროში, მიზიდულობის კანონმა შეარწყა ისინი ერთმანეთს…

 

ახლა კი გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს — ჩვენ ზუსტად ანალოგიური კანონებით ვოპერირებთ, იმიტომ რომ ეს ბუნების კანონებია.

 

იცით, რომ რკოს არ შეუძლია გაიზარდოს მუხის გარდა სხვა რამედ?

 

მას შეუძლია, გაიზარდოს მხოლოდ მუხად, ხოლო ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ის, ვინც მოგვესურვება.

 

თუ რკო არის თესლი, ესეიგი ჩვენი იდეა, ჩვენი წარმოსახვა წარმატებაზე, კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე, მოგზაურობაზე და ა.შ, ასევე, არის თესლი.

 

თუ გავზრდით დაწოლას საკუთარ თავზე დავიწყებთ სერიოზულ მუშაობას საკუთარ პარადიგმაზე და იმდენ ხანს ვიმეორებთ საჭირო მოქმედებებს, რამდენიც საჭიროა, მაშინ ჩვენგან გაიზრდება ის არაჩვეულებრივი მუხა, რომელიც გვინდა.

 

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT 

 

გიორგი თვალაძე

 

http://inteleqtika.com/

ნანახია:(1559)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*