რაინდობის მსურველებს ოქროყანის ველზე ელიან | Jolo.ge


რაინდობის მსურველებს ოქროყანის ველზე ელიან

რაინდობის მსურველებს ოქროყანის ველზე ელიან

 

21 დეკემბერს ოქროყანის ველზე რაინდად კურთხევის მასიური აქცია იმართება.  ამ აქციის სულისჩამდგმელი ცისფერსისხლიანთა შტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვიშვილია. სკანდალური და ორიგინალური ფართებით ცნობილი მასპინძელი  ჯოხიან ცხენებზე ამხედრებულ სტუმრებს ელოდება. გამორჩეულები „მაგდანას ლურჯი მანდილის ორდენით“ დაჯილდოვდებიან. დრესკოდი კი ამგვარია ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მამაკაცები და მინი „იუბკებით“ შემოსილი მანდილოსნები. მაშ ასე 21 დეკემბერს 6 საათზე, ოქროყანის ველზე რაინდობის მსურველებს ელიან.

 

  ირაკლი ჩხიკვიშვილი: „ჩემი ე.წ „ფართები“ ძირითადად „საპროტესტო“ ხასიათს ატარებს. გასაპროტესტებელი კი საკმაოდ ბევრი გვაქვს. პოლიტიკური ინტრიგებს, ორი თვითმარქვია  „სამეფო კარის“ ინტრიგები დაემატა, თავისი რაინდებითა და თავადაზნაურობით. სხვათაშორის მეც „ცისფერსისხლიანთა“ შტოს მივეკუთვნები, მაგრამ ამ ტერმინზე უკვე მეცინება. აქედან გამომდინარე მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე ერთი რაინდული საღამო მოვაწყო, სადაც ჯოხიან ცხენებზე შემოვხტებით და ახალ ქართულ მარაზმს ხელს შორიდან დავუქნევთ“.  

ნანახია:(12)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<