ჟურნალისტს, 21–ე საუკუნეში, შეუძლია ნებისმიერი ფორმა მისცეს სათქმელს | Jolo.ge


ჟურნალისტს, 21–ე საუკუნეში, შეუძლია ნებისმიერი ფორმა მისცეს სათქმელს

ჟურნალისტს, 21–ე საუკუნეში, შეუძლია ნებისმიერი ფორმა მისცეს სათქმელს

მე დღეს, შარლი ებდოს გვერდით ვდგავარ, იქ, სადაც ყველანი უნდა ვიდგეთ, რათა დავიცვათ სატირის ხელოვნება, რომელიც არის ძალა თავისუფლებისა ტირანიის, უსინდისობის წინააღმდეგ.

 

 

«რელიგიის პატივისცემა » გახდა კოდური სიტყვა, რომელიც «რელიგიის შიშს» ნიშნავს. რელიგიები, ისევე, როგორც სხვა იდეები, იმსახურებენ კრიტიკას, სატირას და დიახ, ჩვენს უშიშარ უპატივცემულობას».(სალმან რაშდი).

 

მას შემდეგ რაც სატირისტული ჟურნალის «Charlie Hebdos»-ს ფურცლებზე, მუსლიმთა ლიდერების კარიკატურები გამოქვეყნდა,საფრანგეთი ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა. 2015 წლის 7 იანვარს, ჟურნალის რედაქციაზე განხორცილებული პირველი შეტევისას, ძმებმა კუაშებმა 12 ადამიანი მოკლეს.

 

საფრანგეთის ტრაგედიამ მსოფლიო საზოგადოება, მათ შორის ქართულიც, ორ ნაწილად დაჰყო. სამწუხაროდ, საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ცალსახად უარყოფს და გმობს ტერორიზმს, გაჩნდა ის ნაწილიც, რომელიც ჟურნალისტების ქმედებას პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მართალია ტერორიზმი უმსგავსობაა, მაგრამ ჟურნალისტებს მაინც არ უნდა გაეღიზიანებინათ ისინი.


სწორედ ეს «მაგრამ» წარმოშობს ბევრ კითხვას და ფარდას ხდის ბევრ სამწუხარო რეალობას, რაც ამ ტრაგედიამდე არც თუ ისე აშკარა იყო. ეს «მაგრამ» გვარწმუნებს, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ არა აქვთ გაცნობიერებული თავისუფლების ცნება ისე, როგორც საჭიროა. არ იციან, რომ როდესაც ხარ თავისუფალი, ეს ნიშნავს იმას, რომ ამბობ ყველაფერს, რაც გინდა, თუმცა, ეს შეიძლება ვიღაცისთვის შეურაცხმყოფელიც აღმოჩნდეს.


ვიღაცებისთვის რელიგია უბრალო თეორიაა, ვიღაცისთვის არც ეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითოეულ აზრს, ისევე, როგორც ადამიანს, განურჩევლად იმისა, ლურჯი თვალები ექნება მას, თუ მწვანე, აქვს თავისუფლად არსებობის უფლება. მითუმეტეს როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, დედამიწის იმ ნაწილზე, რომლის პროგრესებსაც ეწაფვის ასე ხარბად მთელი მსოფლიო. მითუმეტეს, როდესაც საუბარია ჟურნალზე, რომლის არსებობაც იყო გარანტი იმისა,რომ საფრანგეთი არის ყველა მხრივ თავისუფალი ქვეყანა, და კიდევ ერთი, ჟურნალისტს, 21–ე საუკუნეში, შეუძლია ნებისმიერი ფორმა მისცეს იმ სათქმელს, რისი მიტანაც უნდა საზოგადოებამდე.

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები არა მხოლოდ პრესის თავისუფლებაზე თავდასხმაა, არამედ იმ თავისუფლებაზე, კეთილდღეობასა და ღირებულებებზე, რომელიც კაცობრიობის ნაწილმა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლით მოიპოვა.


ბოკერიასვე თქმით, ყველა, ვინც იმიზეზებს, რომ სიწმინდის გამო გამართლებულია ძალადობა, ძმებ კუაშების საქციელამდე ანუ ტერორიზმამდე მიდის.



ავტორი: ნანა დოლიძე
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
მე-2 კურსის სტუდენტი

ნანახია:(14)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*