პაატა ქურდაძის პერსონალური „საბაია“ გურული კოსმიური როკნროლით(ვიდეო) | Jolo.ge

პაატა ქურდაძის პერსონალური „საბაია“ გურული კოსმიური როკნროლით(ვიდეო)

„ბანკირებს და მწერლებს რატომღაც არ ვუყვარვარ… არა და საწყენია“, — წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე  მწერალი და პუბლისცისტი პაატა ქურდაძე და ლიტერატურულ კონკურსს „საბას“ შემდეგი სტატუსით ეხმაურება.

აი, რას წერს პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში

პაატა ქურდაძე: „ეს მომღერლები კონსერვატორიიდან, რაღაც კონცერტიდან გამოვიდნენ — ეტყობა იქ იმდენი არ ამღერეს რამდენიც ემღერებოდათ და იქვე ქუჩაში ნაწვიმარ ასფალტზე მოაწყვეს თავიანთი dancing in the street, თავიანთი გურული კოსმიური როკნროლი… კარგა ხანს მღეროდნენ და ცეკვავდნენ. რომ მორჩნენ უკვე ლამის გურულად ტრანსფორმირებული და აღგზნებული წავედი და კახა თოლორდავასთან ერთად ერთობ აქტიური და ვისკიანი საღამო გავატარე (სამწუხაროდ თაფლის არაყი ვერ ვიშოვეთ). 

სახლში ნაშუაღამევს, პირველ საათზე დავბრუნდი და ფეისბუქიდან შევიტყე, რომ სწორედ იმ დროს როდესაც გურულებმა კონსერვატორიის წინ ეს საოცარი სპექტკლი «მომიწყეს», რუსთაველის თეატრში ცინიკოს მუზებს “ვეზდეხოდი” 4X4-პუბლიკა და ლიტერატურული “ჯეთ სეთი” რაღაც უჯიშო წარმოდგენით სასტიკად დაუსჯიათ… ანუ კიდევ ერთი საბას ზეიმი ჩატარებულა… მე შარშანდელის არ იყოს კიდევ ვერ გავიგე : ბანკირებს და მწერლებს რატომღაც არ ვუყვარვარ… არა და საწყენია… სულ ორ ნაბიჯში ვიყავი, რომ მცოდნოდა გადმოვიპატიჟებდი მაინც გატანჯულ “საზოგადოების ნაწილს”, რაღაც ნამდვილს მაინც მოვასმენინებდი… 

<div id=»_mcePaste» style=»position: absolute; left: -10000px; top: 0px; width: 1px; height: 1px; overflow: hidden;»>მოკლედ, დიდი მადლობა ამ უცნობ, ძალიან კარგ და ძალიან ნიჭიერ ხალხს, რომლებმაც გუშინ კონსერვატორიის წინ ჩემი პერსონალური “საბაია “ მომიწყეს… ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ ქონდათ არც მათ და არც… მე“!  

აი, რას წერს პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში

პაატა ქურდაძე: „ეს მომღერლები კონსერვატორიიდან, რაღაც კონცერტიდან გამოვიდნენ — ეტყობა იქ იმდენი არ ამღერეს რამდენიც ემღერებოდათ და იქვე ქუჩაში ნაწვიმარ ასფალტზე მოაწყვეს თავიანთი dancing in the street, თავიანთი გურული კოსმიური როკნროლი… კარგა ხანს მღეროდნენ და ცეკვავდნენ. რომ მორჩნენ უკვე ლამის გურულად ტრანსფორმირებული და აღგზნებული წავედი და კახა თოლორდავასთან ერთად ერთობ აქტიური და ვისკიანი საღამო გავატარე (სამწუხაროდ თაფლის არაყი ვერ ვიშოვეთ). 
სახლში ნაშუაღამევს, პირველ საათზე დავბრუნდი და ფეისბუქიდან შევიტყე, რომ სწორედ იმ დროს როდესაც გურულებმა კონსერვატორიის წინ ეს საოცარი სპექტკლი «მომიწყეს», რუსთაველის თეატრში ცინიკოს მუზებს “ვეზდეხოდი” 4X4-პუბლიკა და ლიტერატურული “ჯეთ სეთი” რაღაც უჯიშო წარმოდგენით სასტიკად დაუსჯიათ… ანუ კიდევ ერთი საბას ზეიმი ჩატარებულა… მე შარშანდელის არ იყოს კიდევ ვერ გავიგე : ბანკირებს და მწერლებს რატომღაც არ ვუყვარვარ… არა და საწყენია… სულ ორ ნაბიჯში ვიყავი, რომ მცოდნოდა გადმოვიპატიჟებდი მაინც გატანჯულ “საზოგადოების ნაწილს”, რაღაც ნამდვილს მაინც მოვასმენინებდი… 
მოკლედ, დიდი მადლობა ამ უცნობ, ძალიან კარგ და ძალიან ნიჭიერ ხალხს, რომლებმაც გუშინ კონსერვატორიის წინ ჩემი პერსონალური “საბაია “ მომიწყეს… ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ ქონდათ არც მათ და არც… მე“!  

ნანახია:(11)-ჯერ

Comments

comments

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<