ომარ მხეიძის შემოქმედებითი საღამო ფილარმონიაში | Jolo.ge


ომარ მხეიძის შემოქმედებითი საღამო ფილარმონიაში

ომარ მხეიძის შემოქმედებითი საღამო ფილარმონიაში

15 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით გაიმართა მოცეკვავე ომარ მხეიძის შემოქმედებითი საღამო.

ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა საბავშვო და ახალგაზრდულმა ქორეოგრაფიულმა კოლექტივებმა, მათ შორის, ომარ მხეიძის სახელობის სტუდიებთან არსებულმა დამსახურებულმა ანსამბლებმა.


საღამოზე მაყურებელმა გამოჩენილი ქართველი მსახიობ-მოცეკვავის, საქართველოს სახალხო არტისტის, ეროვნული პრემიის ლაურეატის და მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი მოცეკვავის შემოქმედების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა იხილა. 

ომარ მხეიძის სახელობის პრიზით და „სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდებით“ დაჯილდოვდნენ ღონისძიებაში მონაწილე წარმატებული საბავშვო ანსამბლები.

საღამოს ფარგლებში ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა, ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, გამოჩენილი ქორეოგრაფები საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის, ბრწყინავლებისა და ამაგდარის ორდენებით დააჯილდოვა.

ომარ მხეიძის შემოქმედებით საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრო. 

საღამოს დასკვნით ნაწილში გამოვლინდა „წლის საუკეთესო ქორეოგრაფი“, „წლის საუკეთესო რეპეტიტორ- ქორეოგრაფი“,„წლის საუკეთესო პედაგოგ-ქორეოგრაფი“.

ნანახია:(12)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<