ნინო სურგულაძის კეთილი საქმე | Jolo.ge

ნინო სურგულაძის კეთილი საქმე

ნინო სურგულაძის კეთილი საქმე

მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მალე საქართველოს ეწვევიან და საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. 

ოთხი ცნობილი მომღერალი — ტენორი, ბარიტონი, სოპრანო და მეცო-სოპრანო საქართველოში ნინო სურგულაძის დამსახურებით ჩამოდის.  10 ივლისს ქართველი მეცო-სოპრანო თავის უცხოელ მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 22:00 საათზე ჩატარდება.
„ეს ძალიან ცნობილი მომღერლები სიხარულით დამთანხმდნენ, რომ ჩემს ქვეყანაში  კეთილი საქმისთვის ჩამოსულიყვნენ, — განაცხადა ნინო სურგულაძემ.  ამ კონცერტისთვის კონსერვატორიამ უფასოდ დაგვითმო დარბაზი. ჩვენ უდედმამო ბავშვებს  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს ვეხმარებით. ასევე ერთ პატარა ბიჭუნას, რომელსაც ჯანმრთელობის  პრობლემები აქვს და 22 წლის კონსერვატორიის სტუდენტს ნინო ჩიქოვანს, რომლის სიცოცხლეც საფრთხეშია“. 
 კონცერტს მსოფლიოში ძალიან ცნობილი და წარმატებული მაესტრო, პაოლო არივა ბენი უდირიჟორებს. კონცერტში სრულიად უანგაროდ  მიიღებს მონაწილოებას ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი.  
 
ნანახია:(7)-ჯერ

Comments

comments

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*