»ნაწილები» მისტიკა ფილმსა და რეალობაში | Jolo.ge


»ნაწილები» მისტიკა ფილმსა და რეალობაში

»ნაწილები» მისტიკა ფილმსა და რეალობაში

ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, სახლი, სადაც ფილმს იღებდნენ, მეპატრონემ სასწრაფოდ გაყიდა. როგორც მსახიობები ამბობენ, გადაღების პროცესში იქ ბევრი უცნაური რამ ხდებოდა…  უნებურად იმსხვრეოდა სარკეები… ოთახში კი ვიღაცები დააბიჯებდნენ… 

 

 დავით ქაცარავა: — თავისით იღებოდა და იხურებოდა ფანჯრები, უცნაური ხმები შემოდიოდა იქიდან, სადაც, წესით, არავინ უნდა ყოფილიყო. შინაგანად გრძნობდი, რომ მარტო არ იყავი, რაღაც უცხო მატერიები ტრიალებდნენ შენს ირგვლივ. ძალიან რთულია ამის გადმოცემა, ეს უნდა გეგრძნო. მთელ ტექნიკურ ჯგუფს ეს შეგრძნება თან დაგვყვებოდა… 2 წელია ამ ფილმისთვის ვიბრძვით. ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგვექმნა მთელი პროცესის განმავლობაში. ამიტომაც გაიწელა ამდენ ხანს. ეს არ იყო კომედია, ეს არ იყო სასიყვარულო ისტორია, ეს იყო სერიოზული ემოციებით დატვირთული ფილმი, ფილოსოფიის მატერიებით. ეს ბრძოლა ჩვენ გადავიტანეთ ჩვენი ნერვების ხარჯზე. მუდმივი წვა და ნერვიულობა გვქონდა, მაგრამ დღემდე მოვედით…

 

 პრემიერაზე მისული მაყურებელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ყველაზე მეტად მსახიობების კარგმა თამაშმა აღაფრთოვანა. ნიკა თავაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ლაშა ონიანი, გიორგი კალანდაძე, ნოდარ მამულაშვილი, გიორგი გურგულია, დავით ქაცარავა, მარინა ჯანაშია — მისტიკური ფილმისნაწილებისგმირები მართლაც შეუდარებლები იყვნენ.

 

 

 ნოდარ მამულაშვილი, პროდიუსერი: — ფილმში სამეცნიერო ექსპერიმენტია აღწერილი. რომლის განხორციელებას ამ პროცესის მონაწილენი სავალალო შედეგამდე მიჰყავს. ფილმის ჟანრი ქართულ თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსხვავებულია. სცენარი ისეა აგებული, რომ შინაარსი ნებისმიერი ქვეყნისთვის გასაგები იქნება. შესაბამისად, ქართული პრემიერის შემდეგ ფილმის გატანას საზღვარგარეთაც ვგეგმავთ.  

ნანახია:(12)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*