ნანი ბრეგვაძე: „რატომ წამოვიწყე ასეთი დიდი საქმე, ძალიან ვნერვიულობ“… | Jolo.ge


ნანი ბრეგვაძე: „რატომ წამოვიწყე ასეთი დიდი საქმე, ძალიან ვნერვიულობ“…

ნანი ბრეგვაძე: „რატომ წამოვიწყე ასეთი დიდი საქმე, ძალიან ვნერვიულობ“…

ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე სოლო კონცერტს გეგმავს. ქართული ლეგენდა მსმენელის წინაშე 2015 წლის 4 იანვარს წარსდგება. კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.


ნანი ბრეგვაძე: დიდი ხანი გავიდა რაც ფილარმონიაში სოლო კონცერტი არ მქონია, არც მახსოვს ბოლოს როდის იყო, ამიტომ მინდოდა კიდევ ერთხელ მემღერა ჩემს ოჯახთან და ჩემს შვილებთან ერთად.

ვფიქრობდი 31 დეკემბერს ყოფილიყო კონცერტი, საახალწლოდ.

ვისხედით მე, ნიკოლოზ რაჭველი და მარინა ბერიძე და ვმსჯელობდით, თუ როგორი ფორმა მიგვეცა და რისთვის დაგვეკავშირებინა. შესანიშნავი იდეა მოვიდა და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს კონცერტი 4 იანვარს, პატრიარქისთვის მიგვეძღვნა.

პატრიარქმა რომ გაიგო არ უნდოდა, როგორც დიდ პიროვნებას და დიდ ადამიანს ძალიან ეუხერხულა.

ჩემთვის კი ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა… ეს უნდა იყოს ძალიან კარგი კონცერტი. ვნერვიულობ თუ როგორ ჩატარდება, რა გაკეთდება…

უკვე დავიწყეთ მუშაობა…

შეიძლება ღელვა ბევრად მეტი იყოს, ვიდრე რომელიმე კონცერტის დროს ყოფილა, რადგან ეს კონცერტი პატრიარქთან არის დაკავშირებული. ახლა ვფქირობ რატომ წამოვიწყე ასეთი დიდი საქმე, ძალიან ვნერვიულობ…

ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის გარდა მონაწილეობას მიიღებენ — გიორგი ცაგარელი (ალტი) და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

იდეის და სიმღერების ორიგინალური ვერსიების ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი — ნიკოლოზ რაჭველია, დამდგმელი რეჟისორი — დავით დოიაშვილი, მუსიკალური პროდუსერი — მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი — თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია — გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი — ვანო ჭელიძე, გენერალური პროდუსერი — დავით ოქიტაშვილი.

 წყარო:http://newpost.ge/

ნანახია:(15)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*