მუსიკოს ლადო ბურდულის განცხადება | Jolo.ge


მუსიკოს ლადო ბურდულის განცხადება

მუსიკოს ლადო ბურდულის განცხადება

„ქართული თანამედროვე მუსიკის გადასარჩენად და სტუდენტური ცხოვრების გამოსაცოცხლებლა უკვე მერამდენე წელია წინადადება და პროექტი მაქვს, მაგრამ, არ ვიცი ამაზე ვის უნდა ველაპარაკო?! — აცხადებს მუსიკოსი საკუთარფეისბუქისგვერდზე და ვისაც ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვა ხელეწიფება, მათ საინტერესო გეგმას სთავაზობს.

 

ლადო ბურდული: „კარგი იქნება თუ ყოველ პარასკევს, საქართველოს მაშტაბით, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ჯგუფების კონცერტები ჩატარდება, ამისთვის უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, წარმოიდგინეთ რამხელა საქმე გაკეთდება?! ახალგაზრდებს ყოველ კვირას ექნებათ საშუალება სხვადასხვა ქართველ მუსიკოს შემსრულებლებს გაეცნონ, რეალურად მათ მიეცემათ ინტელექტუალური საკვები სწორი განვითარებისთვის და ცხოვრების გასალამაზებლად, რომლის კატასტროფული ნაკლებობაცაა დღეს მათ ცხოვრებაში, მეორე მხრივ, კი ქართულ ჯგუფებს გაუჩნდებათ სცენა, შინაარსი მიეცემა მათ არსებობას.

 

დასავლეთში ეს მოძრაობა ასე შეიქმნა, წამყვანი ჯგუფები ყოველთვის უკრავდნენ და დღესაც უკრავენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში…

 

თუ დაგაინტერესებთ ეს პროექტი, ვინც ქვეყანაში ამ საკითხებს წყვეტს, ჩემი პოვნა ძალიან ადვილია, თქვენს გვერდით მიგულეთ“.

ნანახია:(7)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<