მუსიკალური სკოლა ციხეში | Jolo.ge


მუსიკალური სკოლა ციხეში

მუსიკალური სკოლა ციხეში

როგორც «ჟოლოსთვის» გახდა ცნობილი, ახლო მომავალში ავჭალის ციხეში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის მუსიკალური სკოლა დაფუძნდება. ამის ინიციატორი უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ნინო ყამბეგაშვილი გახლავთ. ნინო უკვე წლებია რაც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს… მის მიერვე ჩამოყალიბებული ქართულ-გერმანული მუსიკალური ასოციაციის  „ოქროს კლავიშის“ მეშვეობით ის აქტიურად  ეხმარება პატარა პიანისტებს და მათ სურვილებს ანხორციელებს. წელს ფრანკფურტში საერთაშორისო კონკურსში 11 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოში მყოფი ფრანკფურტის ქართულ-გერმანული მუსიკალური ასოციაციის თავჯდომარემ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც მოინახულა და მათ სანოტო წიგნებთან ერთად კლასიკური და ელექტრონული გიტარები გადასცა საჩუქრად.

 

ნინო ყამბეგაშვილი: „გერმანიაში მომაწვდინეს ხმა რომ ძალიან უნდოდათ გიტარები…  ხოლო როდესაც მათთან გავისაუბრე აღმოჩნდა რომ მუსიკით ბევრად მეტია დაინტერესებული,  სწავლის სურვილი აქვთ და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ბავშვებისთვის უახლოეს მომავალში ციხეშივე გავაკეთოთ მუსიკალური სკოლა. მანამდე კი მათ გერმანიიდან აუცილებლად გამოვუგზავნი სხვადასხვა ინსტრუმენტს …  “

ნანახია:(11)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<