მიშა ჩარკვიანი:,,არასდროს არაფერს ვუფრთხოდი და არც ახლა შემეშინდება ხმამაღლა ლაპარაკის» | Jolo.ge


მიშა ჩარკვიანი:,,არასდროს არაფერს ვუფრთხოდი და არც ახლა შემეშინდება ხმამაღლა ლაპარაკის»

მიშა ჩარკვიანი:,,არასდროს არაფერს ვუფრთხოდი და არც ახლა შემეშინდება ხმამაღლა ლაპარაკის»

„დემაგოგიით  გვილაყებენ  ტვინს  და  ძალიან  მნიშვნელოვანი  რამეები  გვეპარება,   ისეთი რამეები რაზეც რეალური ცხოვრება დგას და არა გამოგონილი, რომლითაც ვცხოვრობთ“

-ამბობს მიშა ჩარკვიანი და ერის გამოფხიზლებას სცენიდან აპირებს. ამჯერად ახალგაზრდა რეჟისორმა პოლიტიკური პიესა სოფოკლეს „ელექტრა“ შეარჩია. „აქამდე პოლიტიკაზე არ მილაპარაკია, მაგრამ იმდენად ყელში ამომივიდა ეს გაუთავებელი საშინელება, რომელიც არასდროს მთარდება, გადავწყვიტე ამაზეც ვილაპარაკოო“ 

მისივე ვარაუდით სპექტაკლს ხმაური მოჰყვება. ეს ხმაურიანი სპექტაკლი იანვარში ბათუმის თეატრში გათამაშდება<strong>. მანამდე კი მუსკომედიაში იყო იბსენის „მოჩვენებები“ , სპექტაკლით აღტაცებული მაყურებელი და რეჟისორისადმი კეთილგანწყობილი კრიტიკოსები…



 

 მიშა ჩარკვიანი: შეიძლება ზედმეტად პესიმისტურია ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ ამ ტემპებით არავითარი პროგრესის იმედი არ მაქვს… არც ივერიის გაბრწყინების მჯერა. რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკი? მინდა რო ხმაური ავტეხო. არასდროს არაფერს ვუფრთხოდი და არც ახლა შემეშინდება ხმამაღლა ლაპარაკის. მგონია რო ჩემი დანიშნულება ესაა… უნდა ვიყო ჩემი მოსახლეობის გვერდით, ხმამაღალი და აქტუალური… არ მაქვს იმის დრო, რომ სცენიდან სიყვარულზე, შუღლზე, პატივმოყვარეობაზე ან სხვა რომელიმე ზოგად გრძნობაზე ვილაპარაკო… მსგავსი თეატრი აღარ ვარგა. აღარაა საინტერესო. გორში ლტოლვილების სახლებთან ავტობუსით რომ ჩავივლი და ვხედავ რომ ჩვეულებრივ გეტოში ცხოვრობენ, ასანთის კოლოფებში, საერთოდ აღარ მინდება სიყვარულზე ფიქრი, მით უფრო სცენიდან ამაზე ლაპარაკი… თეატრი უნდა იყოს აქტუალური. წინააღმდეგ შემთხვევაში თეატრი მკვდარი ხელოვნებაა.

 

რის თქმას აპირებ ამ სპექტაკლით?

-ბევრი რამის, თუნდაც იმის რომ გვატყუებენ. არასოდეს გვეკითხებიან რა გვინდა და რა გვჭირდება. სახელმწიფო მმართველები ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ გვექვემდებარებიან და არა პირიქით. მონარქები არიან პოლიტიკოსები კი არა… ვაპირებ ვილაპარაკო იმაზე, რომ არ არსებობს სამართალი პოლიტიკაში. ყველაფერი ემსახურება კონკრეტული ტიპების, ორგანიზაციების ინტერესებს. ისეთებს როგორებიცაა: პარლამენტი, პრეზიდენტი, მინისტრები და საპატრიარქო… წლებია ასეა… მთელი ჩემი ცხოვრება ამის გარდა ვერაფერს ვხედავ… მთელი ჩემი ბავშვობა პოლიტიკის გარდა არაფერი მესმოდა. ახლაც ასეა… მთავრობის ცვლილება ჩვენთვის არაფერს ცვლის. რა საშინელებაც ხდებოდა ყოველთვის, დღესაც ასე ხდება !

 

                                                                                                                        დეა თავბერიძე

ნანახია:(44)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*