მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის – ჯადოსნური 2020 | Jolo.ge


მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის – ჯადოსნური 2020

მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის – ჯადოსნური 2020

ყოველი დღე შანსია, ყველაფერი დაიწყო თავიდან – შეწყვიტე იმაზე ფიქრი, რის გაკეთებას აპირებ და დაიწყე ახლავე.

აი, ახლა დადგა დრო, იცხოვრო ისე როგორც გინდა და იყო ის ვინც გინდა.

დაივიწყე, რაც მოხდა 2019 წელს, მან დაკარგა აქტუალობა. გაუშვი მადლიერებით და ფასდაუდებელ გაკვეთილებად.

დაუსვი თავს კითხვა :

რეალურად, მე რა მინდა?

არ უპასუხო და არ იცხოვრო სხვების მოლოდინებში. ეს, ერთი სიცოცხლე იმისთვის მოგეცა, რომ გააკეთო რაც შეიძლება ბევრი….

ამიტომ აიღე კალამი, ლამაზი ბლოკნოტი და ჩამოწერე ოცნებების სია.

მერე, გადაწერე თავიდან და განალაგე ისინი პრიორიტეტების მიხედვით,

თითოეული მათგანი გადაიყვანე მიზანში

და შეუდექი მის განხორციელებას, ახლავე.

დაპირდი თავს – რაც არ უნდა მოხდეს 2020 წელს  განახორციელებ 99%-ით.

მნიშვნელოვანია, ოცნება აანთო შუქურასავით.

არ დანებდე და გააგრძლე შეუპოვრად მიზნისკენ სვლა!

დაიჯერე – „დიახ, ოცნებები სრულდება!“

ირწმუნე – შენი განუმეორებლობა, განსაკუთრებულობა და უნიკალურობა.

მიიღე – შენში არსებული უსაზღვრო პოტენციალი და მისი განხორციელების ძალა

იცხოვრე ყოველი დღე, წუთი მიზნზე ფოკუსირებულად

კარგი სერფინგისტივით, ინავარდე ოცნების ენერგეტუკულ სიხშირეებზე. „გახედნე ტალღა“ და ამ ნაკადში ყოფნისას ხელიდან არ გაუშვა რეალიზაციის შესაძლებლობები და შანსები.

ოველდღიურად გაიმარჯვე საკუთარ სისუსტეებზე, იყავი გუშინდელ „მე“-ზე უკეთესი დღეს, და დღეში ერთი პაწაწინა ნაბიჯით მიუახლოვდი დიდ მიზანს.

ყოველ ჯერზე, როდესაც არ მოგინდება არაფერი…

ყოველ ჯერზე, როდესაც მოგბეზრდება და მოგინდება ყველაფერს შეეშვა…

ყოველ ჯერზე, როდესაც მოგინდება გაქრე სადღაც სიცარიელეში,

გაიხსენე, რისგან დაწყე –

ნუთუ, ყველაფერი, რაც აქამდე გააკეთე წყალში უნდა გადაყარო.

ნუთუ ტყუილუბრალოდ გააკეთე ის ყველაფერი...

მაშინ მითხარი, რა აზრი ჰქონდა დაწყებას თუ ბოლომდე არ მიხვიდოდი?

ნუთუ ახლა უნდა დანებდე?

დაფიქრდი – რა გელოდება თუ ბოლომდე მიხვალ?

შეადარე, – რა გელოდება თუ არ მიხვალ?

წარმოიდგინე: იმ დღეს, როცა „თავს ხელში აიყვან“ როგორ შეიცვლება ცხოვრება…

წარმოიდგინე: ქვეყნები და ქალაქები სადაც ჩადიხარ, ათვალიერებ საოცნებო ადგილებს და გაიცნობ საინტერესო ადამიანებს. „აზრზე ხარ ?“ – სადღაც იქ, დედამიწის სულ სხვა კუთხეში, ჩნდებიან ახალი მეგობრები…

წლების მერე, გაიხსენებ დღევანდელ დღეს და რომ არა, ოცნების ასრულების გზაზე წარმოქმნილი სირთულეები და ამ დროს „თავის ხელში აყვანა“ –

ვეღარ შეიგრძნობდი ოცნების ახდენას, ვეღარ დალევდი თოვლიან პარიზის კაფეში, ხედით ეიფელის კოშკზე თბილ ყავას კრუასანით..

აღარ მოგინდებოდა ნარიყალისკენ, თბილისის ვიწრო ქუჩებში გეხეტიალა ბედნიერების შეგრძნებით… წელში გამართულს, მუხამბაზის ღიღინით..

აღარ წამოგივიდოდა ცრემლები საყვარელი ჯგუფის კონცერტზე და არ იჩქმიტავდი მაგრად, რეალობის დასამტკიცებლად..

მორებისგან აშენებული საკუთარ, ულამაზესი სახლის ეზოდან, თვალუწვდენელი სივრცის სიმშვიდით გარინდებული…

  • ………………………………..

როცა ოცნებები აგიხდება, მნიშვნელობას დაკარგავს და აღარც გახსენდება,

  • რატომაც დაიწყე ამ გზაზე სიარული
  • რამდენჯერ გაჩერდი….

მთავარია,

ახლა, სანამ უაზროდ, ზემოთ-ქვემოთ დაარბენინებ „ ჯადოსნურ თაგუნას“ ფეისბუქის გვერდზე, შენს ოცნებას ახორციელებს ვიღაც სხვა.

  • დიახ, ვიღაც ეხუტება შენს კუმირს,
  • ვიღაც ზის პარიზის თბილ კაფეში ხედით ეიფელის კოშკზე და მიირთმევს თბილ ყავას კრუასანთან ერთად…
  • ვიღაც ტირის სიხარულისგან საყვარელი ჯგუფის კონცერტზე,
  • ვიღაცა ჩამომჯდარა თავის ოცნების სახლის კიბეზე და „გულში ზეიმობს“ რომ ეს მან შეძლო….

და ეს ვიღაცა,

მადლობას უხდის საკუთარ თავს, ღმერთს და სამყაროს!

მადლობას უხდის თავს, რომ არ დანებდა და მიუხედავად სიძნელეებისა გააგრძელა სვლა.

იცის, რომ მცდელობებს არ ჩაუვლია უკვალოდ და ეს ამად ღირდა…

ის იმკის ნაყოფს და ტკბება სიცოცხლის ყოველი გაელვებული წამით.

და ახლა, 2020 წლის 1 იანვარის გადმოსახედიდან უფრო მაღალი სიმაღლეებზე ასვლა სურს. სანამ შენ, ჩაკეტილხარ ოთხ კედელს შორის და დაკავებულხარ თავის შეცოდებით, ის ხედავს და იყენებს ამ შესაძლებლობებს. მან წინა წლებში დაშვებულ შეცდომებზე, წარმოუდეგენელ სიძნელებზე, უმწეობის გრძნობაზე, და უამრავ სხვაზე…

  • კარგად შეისწავლა საუთარი თავი,
  • შეიძინა ოცნებების განხორციელების უნარები
  • ახლა, ამ წუთას, ემზადება ახალი ოცნების შესახვედრად!

ის მზად არის ამისთვის! დარწმუნებულია, რომ არა გამოცდილება გაუჭირდებოდა. დღეს დარწმუნებულია, ამჯერად, გაცილებით ადვილად და სწრაფად მივა ახდენილ ოცნებებთან!!!!

 გახსოვდეს, სიძნელეები ოცნებების ახდენის გზაზე იქნება…  მაგრამ საშუალება არ მისცე ხელი ჩაგაქნევინოს. თუ მიზანმა მოითხოვა, ნუ შეგეშინდება სისულელების გაკეთების (თუნდაც, შენს ასაკში), არ შეგეშინდეს „ვინ რას იტყვის“. მაინც იტყვიან. ფაქტი ერთია, სხვების იმედების გამართლების მცდელობაში, ხდები მათი მოლოდინების მონა და ხელსა და თვალს შუა გაგეპარება სიცოცხლე, და კიდევ, ერთ ადგილზე ჯდომით ვერაფერს მიაღწევ... მიდი „აიყვანე თავი ხელში“, ხომ იცი, ოცნებები მოითხოვს ერთგულებას და თავდადებას.  არ მოუსმინო მათ ვინც გეუბნება, რომ შენი ოცნებები სხვა არაფერია თუ, არა შენი ფანტაზიები და რომ მათ, არ უწერიათ განხორციელება. ამას მხოლოდ ხელმოცარული ადამიანები გეტყვიან ვინც თავის დროზე ვერ გაუძლო ოცნების შექურას ნათებას და შეატრიალა ზურგი.

ყველას და განსაკუთრებით, საკუთარ თავს აჩვენე –

შენ ეს შეგიძლია!

აჩვენე სხვებს და თავად შეიგრძენი – ოცნებას დაჰკრავს განსაკუთრებულობის ელფერი, საოცარი მომხობვლელობა და ფლობს ჯადოსნურ ძალას. ამ ჯადოსნური ძალის შეცნობა კი, მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც მისი და საკუთარი თავის სჯერა!

მიდი, იმოქმედე! შენ ფეხქვეშ გადაშლილა

2020 წელი

ახალი წელი

365 ახალი დღე და

365 ახალი შანსი.

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(2372)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასდროს დაუბრუნდება“

ფიზიკოსი, თეორეტიკოსი, XX საუკუნის უდიდესი მეცნიერი და ნობელის პრემიის მფლობელი ალბერტ აინშტაინი გენიალური ფრაზებითაც გამოირჩეოდა.   გთავაზობთ აინშტაინის 20 ცნობილ


„აუცილებლად მიიღეთ, დაეხმარეთ და ანუგეშეთ“…

„თუ ადამიანს დაეხმარე, ხელი გაუმართე და სწორი გზა უჩვენე, მერე ამ ადამიანმა დაგივიწყა კარგად რომ იყო, აღარ ახსოვდი, დრო არ


ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება — სიმპათია

სიმპათია კეთილგანწყობის, თანაგრძნობის და ვინმესადმი შინაგანი სწრაფვის მანიშნებელია. იგი წყაროა ჰარმონიული ურთიერთობებისა. როდესაც ადამიანებს შორის არსებობს სიმპათია, მაშინ ამ ადამიანების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*