მთებში მოძიებული მასალით შექმნილი ორიგინალური ნაკეთობები | Jolo.ge


მთებში მოძიებული მასალით შექმნილი ორიგინალური ნაკეთობები

მთებში მოძიებული მასალით შექმნილი ორიგინალური ნაკეთობები

ჩვენი რუბრიკის სტუმარი, საკმაოდ ლამაზი, საინტერესო და ორიგინალური ნაკეთობების ავტორი, ბატონი გელა ხუნწარიძე გახლავთ. პროფესიით ინჟინერია, თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც ნამუშევრების შექმნითაა  დაკავებული. რა მასალით და როგორ იქმნება თითოეული ხელნაკეთი, ამის შესახებ ბატონი გელა გვესაუბრა.

 

გელა ხუნწარიძე: 20-30 წელია რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. თავიდან არ მქონდა ბევრი დრო და უფრო ვპასიურობდი. ამ ბოლო დროს კი პირიქით, უფრო მეტი დრო მაქვს და მეც აქტიურად დავიწყე ნამუშევრების შექმნა.

 

-რა მასალას იყენებთ?

 

-ძირითადად, ბზას, ურთხმელას, ძელქვას ვიყენებ. მასალის მოპოვება არაა ადვილი. ვეძებ მთებში, კლდეებში. საკმაოდ რთულია. მიუდგომელ ადგილებში ჯერ უნდა ეძებო, იპოვო. შემდეგ ბუნებრივად უნდა გაშრეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაამუშავო. მართალია რთულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმეა. ვაკეთებ ვაზებს, ჭაღებს და ბევრ სხვა რამეს. გაკეთებული მაქვს არწივიც. გააჩნია რა მასალას წააწყდები, რას მოგცემს ბუნება, რას დაგანახებს, რას გაჩუქებს, რას გაიმეტებს.

 

-რა დროს ანდომებთ?

 

-თითო ნამუშევარს შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს, შეიძლება 6 თვეც. გააჩნია, რას და რისგან აკეთებ. მოძიებული მასალა უნდა გახმეს, რომ გამოიყენო. მთაში როცა ნახავ თითქოს სულ სხვაა, მერე როცა დაფიქრდები, ათვალიერებ, უკვე სხვანაირად უყურებ, დამუშავების შემდეგ ხომ საერთოდ, სულ სხვა რამ ხდება. ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს ეს საქმე, იგი ნამდვილად მეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების დავიწყებაში.

 

-სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ?

 

-ალბათ, ასე 30-40. მართალია მსხვილი კოლექცია არ  მქონდა, მაგრამ რაც იყო იქიდან ზოგი გავაჩუქე. ამჟამად, ჩემი ნამუშევრები წყალტუბოს მუზეუმშია. იქ ბევრი ნახულობს. მოგეხსენებათ, წყალტუბო კურორტია და ზაფხულობით ბევრი დამსვენებელი ჩამოდის. შარშან რუსი ცოლ-ქმარი მეწვია სახლში, ასევე იყვნენ უცხოელებიც, ისინი დაინტერესდნენ ჩემი ნამუშევრებით და მეც ვაჩვენე. ძალიან მოეწონათ და კმაყოფილებაც გამოთქვეს.

 

-შეკვეთებზე არ მუშაობთ?

 

-არა, არასდროს მიმუშავია. იცი, გითხრან და შეგიკვეთონ ეს ძალიან ძნელია. ამას ხომ ფაქტიურად ბუნება მჩუქნის. შეკვეთით კონკრეტული მასალის მოძიება რთული იქნება.

 

-სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

 

-სამომავლოდ მინდა, რომ ერთი-ორი ნამუშევარი გალაკტიონის ლექსზე გავაკეთო, საინტერესო იდეები მაქვს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში რთული მოსაძიებელი გახდა მასალა. სხვათა შორის, ბატონ ოტია იოსელიანზეც მინდა გითხრათ. იგი ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემი ოჯახის მიმართ. მე დიდი თაყვანისმცემელი გახლდით მისი შემოქმედების. ახლო ურთიერთობა გვქონდა. ძალიან მოსწონდა ჩემი ნამუშევრები. ერთად ბევრჯერ ვყოფილვართ მთაში, ღამეებიც გაგვითენებია. მოკლედ, რომ ვთქვა ძალიან საინტერესო დღეები იყო.

 

  მაკა ბურჯალიანი

ნანახია:(105)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

მურატ ილდიმირი: „რაც კი ბანკში თანხა მქონდა ყველა გადმოგირიცხე“ ( ვიდეო)

ვისგან ითხოვს თურქი მსახიობი თანხის უკან დაბრუნებას და ვის აძლევს ის მითითებებს?..  ნანახია:(31)-ჯერ Comments comments


«მხოლოდ საქართველოშია სასტიკი სხვაობა პროფილის ფოტოსა და რეალურ გოგოს შორის»_ ბეგი ლოგუა

ბეგი ლოგუა(რადიოწამყვანი): მხოლოდ საქართველოშია სასტიკი სხვაობა პროფილის ფოტოსა და რეალურ გოგოს შორის 😀 გოგონებო, ლამაზებო! (შეგნებულად არ გთაგავთ), ფოტო-კამერა და


მაიკო კაჭკაჭიშვილი: ერთხელაც არ მოვფერებივარ დედას და მამას, ხანდახან შორიდან შევხედავ დედაჩემს და გული მიკვდება ისე მინდა ჩახუტება…

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ძალიან რთულია ეს ყველაფერი გადმოვცე ისე როგორც მე ვფიქრობ, ეს დღეებია სულ ვწევარ ადგომის სურვილიც არ მაქვს არც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*