მე შენი მჯერა, უფალო! | Jolo.ge


მე შენი მჯერა, უფალო!

მე შენი მჯერა, უფალო!

–მხედავ?

–ვერა…

­-მაგრამ ხომ ვარსებობ…?

–კი..

–ახლა მანდ ვარ?

–არა…

–მაგრამ ხომ გრძნობ ჩემს სიახლოვეს…?

–კი…

–ჩემი ხმა გესმის?

–არა…

 –მაგრამ ხომ გესაუბრები?

–კი…

–გზაზე მიმავალს რომ მოგყვები,მხედავ?

–ვერა..

–მაგრამ მუდამ შენს გვერდით რომ ვარ ხომ იცი?

–კი…

–ტირილის დროს, ცრემლებს როგორ გიშრობ ხედავ?

 –ვერა…

–მაგრამ ხომ გრძნობ?

–კი…

–როგორ შეგქმენი,დაინახე?

–არა…

–მაგრამ ხომ არსებობ?

–კი…

–მხედავ??

–ვერა…

–მაგრამ ხომ ვარსებობ?

–კი…

–დასკვნა?

–მე მწამს შენი უფალო…!!!

 

 ***

–ისევ მოვედი…

–დახმარება გინდა?

–ჰო…

–რომ გილხინდა, სად იყავი?

–მაშინაც მინდოდა მოსვლა…

–მაგრამ არ მოხვედი…

–მტკივა…

–რა გტკივა?

–გულიც და სულიც…

–რატომ?

–არ ვიცი…

–რომ არ მოხვედი იმიტომ…

–როდის?

–როცა არ გტკიოდა…ახლა სინდისი გაწუხებს…შენ არ იცი, რომ სინდისია,  მაგრამ გაწუხებს…

–მრცხვენია…

–რისი?

 –არ ვიცი…

–შენი თავის…რომ არ გახსოვდი იმიტომ..ამისი გრცხვენია…

–რა გავაკეთო?

–ნუ დამივიწყებ! რომ მივიწყებ,ხომ ხედავ ცუდად ხარ…

–ყოველთვის მახსოვხარ…

–მაგრამ ჩემამდე არასდროს მოდიხარ…

–დამეხმარე…

–ნუ მოხვალ მხოლოდ მაშინ,როცა გტკივა…შენი სიხარულიც გამიზიარე,შენი ბედნიერება გამიზიარე, ამისთვისაც მოდი…დამითმე მეტი დრო, გული გადამიშალე და დახმარება აღარ დაგჭირდება…

–გამომივა?

–გჯეროდეს!

–მე შენი მჯერა, უფალო!

ნანახია:(19)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*