„მე კი ვიღუპებოდი, მაგრამ სხვა რატომ უნდა დამეღუპა ამ ცრუ ქადაგებით?“ | Jolo.ge


„მე კი ვიღუპებოდი, მაგრამ სხვა რატომ უნდა დამეღუპა ამ ცრუ ქადაგებით?“

„მე კი ვიღუპებოდი, მაგრამ სხვა რატომ უნდა დამეღუპა ამ ცრუ ქადაგებით?“

„მე კი ვიღუპებოდი, მაგრამ სხვაც რატომ უნდა დამეღუპა ამ ცრუ ქადაგებით“? — ამბობს გევორქ პეტროსიანი და იმ ისტორიას იხსენებს, რომელმაც ის მართლმადიდებელი ქრიასტიანი გახადა.

 

 არადა ძალიან მალე იეჰოვას მოწმეთა ხუცესი უნდა გამხდარიყო. ამ მიზნამდე იყო 10 წლიანი მსახურება და იეჰოვას გამო სიმღერისთვის თავის დანებება… თუმცა, როგორც თავად ამბობს ერთმა მოულოდნელმა შეხვედრამ ის ჭეშმარიტ გზაზე დააყენა და ქრისტიანობას აზიარა.

 

 

გევორქ პეტროსიანი: „ამ სექტაში მოღვაწეობისას და კარდაკარ ქადაგებისას ერთხელაც, თბილად მომღიმარმა ასაკოვანმა ქალმა გააღო კარი, — მეც შემიძლია ქრისტეზე დაგელაპარაკოთო. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციიდან ხარო? დიახ-მეთქი. რატომ გგონია, რომ ის გზა, რომელსაც ადგახარ ჭეშმარიტებააო?

როგორც კრებაზე მასწავლეს, ისე ტრაფარეტულად დავიწყე ახსნა, — მონეტა თუ გიჭირავს და იცი რომ არის ორიგინალი, დაიწყებ თუ არა სხვა მონეტებში ქექვას-მეთქი?

ქალმა მკითხა — რამდენი მონეტა განახეს, შედარების საშუალება რომ გქონოდაო? ერთი მონეტა გაჩვენეს და გითხრეს ორიგინალიაო. არ გინდა გადაამოწმო და ითხოვოთ აბა სხვებიც მანახეთო?

აი, ეს ფრაზები ისე ძლიერად შეიჭრა ჩემს ცნობიერებაში, რომ სხვა მონეტებში დავიწყე ქექვა. ჩუმად ვკითხულობდი წმინდა მამაების ცხოვრებას. მამა სერაფიმე საროველის, ნეტარი ავგუსტინეს ისტორია, ნაშრომები, განცდები, სახარების ახსნა წავიკითხე. ასე მივხვდი რომ ღმერთი არის სამება. ვერავის, ვერაფერს ვეუბნებოდი, რადგან ვიოცოდი ეს ყველაფერი რითი დასრულდებოდა. ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გადავდე ამის აღიარების დრო, ის რისიც მეშინოდა, მაინც მოხდა.

მეუღლე წავიდა და შვილი წაიყვანა.

ქადაგება რომ შევაჩერე ჩემი ცოლი მიხვდა რომ ვგმობდი, მაგრამ ტვირთად მედო იეჰოველთა დოქტრინები. მე კი ვიღუპებოდი, მაგრამ სხვაც რატომ უნდა დამეღუპა ამ ცრუ ქადაგებით?

ამიტომ კარდაკარ აღარ დავდიოდი, ღმერთი ზემოდან იყურება და გადამარჩენს -მეთქი.

როგორც ჩემი ჩემი ინტერესი კლებულობდა დოქტრინების მიმართ, ასე კლბულობდა ჩემი ცოლის ჩემდამი სიყვარული. „ვერ გცნობ, ლამაზი სტარტი გქონდა, ფინიშამდე ვერ აღწევ, რა გჭირსო?ასე დაინგრა ჩემი ცხრაწლიანი ოჯახი“…

წყარო: „პრაიმტაიმი“

 

ნანახია:(20)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*