«მე თქვენ მახსოვხართ» … | Jolo.ge


«მე თქვენ მახსოვხართ» …

«მე თქვენ მახსოვხართ» …

რამდენიმე წლის წინ ამანათი მივიღე…
გამომგზავნის გვარი და სახელი ბევრს არაფერს მეუბნებოდა…
ყუთი იმდენად მსუბუქი იყო, ვიფიქრე ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარი ვიღაც ბოროტმა არსებამ მოიპარა მეთქი.
გავხსენი და ჰოი საოცრებავ!!!
ნაკურთხი ბზის ტოტი და პატარა ბარათი » მე თქვენ მახსოვხართ» …
შემრცხვა, რო მე ვერ გავიხსენე…
მინიშნებული მისამართი ჩემს მეგობარს გავუგზავნე და ვთხოვე კონსპირაციულად გაერკვია მისი ვინაობა…
რამდენიმე დღის მერე შემატყობინა რომ გოგონა ამ ჟამად მონასტერში ცხოვრობდა და ახალი დაბრუნებული არის საფრანგეთიდან, სადაც სასწავლებლად იმყოფებოდა-ო.
დიდხანს ვიჭყლიტე ტვინი გამეხსენებინა ვინ იყო და რატომ გადაწყვიტა ასე ორიგინალურად მოელოცა ჩემთვის ბზობა?
და ბოლოს გაირკვა :
ოფისში წერილობითი განცხადება შემოვიდა 2014 წელს, სადაც სტუდენტი გვთხოვდა სამსახურის მოძებნაში და დასაქმებაში დავხმარებოდით, ვინაიდან მამას სჭირდებოდა ძვირად ღირებული მედიკამენტები სიცოცხლის გადასარჩენად.
აღნიშნულ პერიოდში გულის ოპერაცია მქონდა გაკეთებული და სამსახურში არ დავდიოდი.
წერილი ჩემმა კოლეგამ ნახა.
რამდენიმე დღის მერე კი გაუგზავნა ჩეკი ფინანსური დახმარებისთვის…
არა, ეს არ იყო თანხა რომელიც ორგანიზაციის ბიუჯეტიდან მოიხსნა. ეს მისი პირადი დანაზოგი იყო და ამის შესახებ მე ძალინ გვიან გავიგე… მას შემდეგ, როცა ბზა მივიღე ნაცვლად გაწეული სიკეთისა…
არადა ეს კეთილი კაცი, მე კი არა, ჩემი მეგობარი, ბრუნო ნარდინი გახლდათ.

სულა სულაშვილი

ნანახია:(122)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

უიშვიათესი და ძვირადღირებული წიგნები

ნორტუმბერლენდის ჰერცოგის ბესტიარიუმი – $ 5.850 მლნ ბესტიარიუმი – ეს არის უძველესი ილუსტრირებული ცნობარი რეალური და მისტიური ზოოლოგიის შესახებ, ცხოველთა


არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს

«მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, მოსე-ბატონო, ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა


„ყველა ნივთს, რომელიც მე მოგეცი ღრმა მნიშვნელობა გააჩნია“… (იგავი)

ერთხელ კაცი მივიდა წმინდანთან და უთხრა: „მინდა ჩემი ცხოვრება უკეთესი, უფრო ლამაზი გავხადო. გთხოვთ, მასწავლეთ, როგორ შემიძლია ამის გაკეთება.“ წმინდანმა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<