ლუდომანების მორიგი მსხვერპლის ისტორია | Jolo.ge


ლუდომანების მორიგი მსხვერპლის ისტორია

ლუდომანების მორიგი მსხვერპლის ისტორია

«მსგავსი ამბავი,რომელსაც ახლა გიამბოთ,რომელიმე ინტერნეტ პორტალზე, ან ბეჭდურ მედიაში,რომ წამეკითხა-მერწმუნეთ, არ დავიჯერებდი… ვიფიქრებდი, რეიტინგისთვის, რას არ ჰყვებიან -მეთქი… მაგრამ ??? “… 

 

ამ ემოციურ და ამაღელვებელ სტატუს სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი… 


„ეს ის მომენტია,როდესაც თავი ძალიან ცუდ სიზმარში გგონია“ — წერს გოგონა, რომელიც კარგად ჩანს თუ როგორ დააბნია, მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა.

 

„ლუდომან ადამიანებთან ურთიერთობის ყოველთვის მეშინოდა. ვიცოდი,რომ ყოველთვის განსხვავებული და საშიში  „აზარტული მზერით“ გამოირჩეოდნენ……თუმცა, ერთ დღესაც თვალები დავხუჭე …

 

თავიდან ყველაფერი კარგად იყო…ზუსტად 2 კვირაში-ჩვენ შორის დგება „ჯოკერი“. . . და აქედან იწყება მისი არაადეკვატურობა და გაღიზიანებაც…დღე არ გავიდოდა,რომ არ გვეჩხუბა,თუმცა მერწმუნეთ,ჩხუბის მიზეზი, მაშინ, არც ერთმა არ ვიცოდით….ახლა ვხვდები,რომ მას სცოდნია..

ჩემი არანორმალური, ამდროინდელი მდგომარეობა-200 ლარის სესხებით დაიწყო,რა თქმა უნდა მიზეზი არ გამიმხილა და მითხრა,რომ თანხა სჭირდებოდა…არ ჩავეძიე,რადგან არასოდეს შემინიშნავს მასში-„აზარტი“.ისიც იცოდა,რომ ამ თანხით საჭირო სამედიცინო ანალიზები უნდა გამეკეთებინა…გავიდა დრო,ეს თანხა არ დაუბრუნებია…ზუსტად 1 თვეში ბანკში სესხის გაკეთება მთხოვა,მიზეზი,რომ ვკითხე, მითხრა -ძველი ვალები მაქვს გასასტუმრებელი და იქნებ ამით დავფაროო…თვის ბოლოს კი ხელფასით გადაიხდიდა-ბანკს. რამდენიმე კვირა არ ვთანმხდებოდი,წყინდა-როგორ არ მენდობიო..ბოლოს შემაცოდა თავი და მეც ვიფიქრე ,,ასე როგორ მომექცევა-მეთქი“-მოვიარეთ ყველა ბანკი-ჩემდა საბედნიეროდ, არც ერთი ბანკი არ მიმტკიცებდა თანხას და ბოლოს,მივაშურეთ ჩემთვის ავად სახსენებლ ბანკს,სადაც სესხს დამტკიცება არ სჭირდება-23 წლიდან იძლევიან…გააზრებული არ მქონდა რას ვაკეთებდი,რომ ბანკის ოპერატორმა კონტრაქტი მომაწოდა -„თუ შეიძლება ხელი მოაწერეთ,თქვენს სესხზე“-მის სახეზე იმ დროს ბედნიერება  და ძალიან დიდი ფარისევლობა დავინახე…იმ წუთას,მივხვდი რომ ამ ბანკთან გამკლავება მე მომიწევდა ზუსტად 1 თვეში…მაგრამ ისევ მოვიტყუე თავი და ის გავამართლე..გამოვედით,მთელი გზა ვთხოვდი,ვეკითხებოდი,ვემუდარებოდი ,თანხა გადაეხა-როგორ ფიქრობთ,წყნარად მიპასუხებდა??? არა-შეურაცხყოფას ნუ მაყენებ,ასე გაგწირავო?! ვფიქროდი,რომ სიკეთე რომელსაც აკეთებ, უკან დაგიბრუნდება-მეთქი…ალაბთ,ახლა გაინტერესებთ-რა ხდება ჩემსა და ბანკს შორის…გავიდა ის 1 თვე და მეტიც, თანხა არ გადაიხადა…ბანკის პროცენტები კი,მოგეხსენებათ ყოველდღიურად იმატებს…ჩემი ყოვლედღიური რეკვების და ხვეწნა მუდარის მიუხედავად-ის თურმე, ისევ „პოკერებში“ იჯდა. . .ეს სესხიც, რომელიღაც სლოტ კლუბს ჩაბარდა. ახლა კი უგზო უკვლოდ გაქრა..არ ვიცი, მისი ადგილსამყოფელი…სანამ წავიდოდა და გაქრებოდა,“აღსარება“  ჩამაბარა :

 როდესაც შენ გელაპარაკებოდი და გაღიზიანებული ვიყავი, იმ წუთას პოკერს ვთამაშობდი და 2000-ბს ვაგებდი.ყველაფერს გეტყვი-სახლიდან ყველაფერი გავიტანე…მე ავადმყოფი ვარ,მე ამ ჭაობიდან ვერ ამოვალ… ჩემი ძმისშვილის ოქროები ავიღე,დავალომბარდე-წავედი და ვითამაშე,წავაგე რა თქმა უნდა…“



 

ამ დროს მივხვდი,რომ ეს არ იყო თავისმართლება-ეს იყო მხილება საკუთარი დამახინჯებული -მე-სი ! ! !  ვფიქრობდი,ახლაც ვფიქრობ,მასში რამდენიმე ადამიანია,ერთი, რომელიც ხვდება,რომ საყვარელი ადამიანი გაწირა და მეორე-რომელიც საყვარელ ადამიანს, არა ერთხელ,  აუცილებლად გაწირავს -აზარტის გამო…ყველაზე რთული, საშინელი და სულის შემძვრელი, არა მატერიალური მხარეა,არამედ-მორალური ღირსება…დღეს, მე დამცირებულად ვთვლი თავს, რადგან გამომიყენეს…ხო გამომიყენეს,თან რაში?-უფრო კარგად,რომ ჩამოყალიბებულიყვნენ ლუდომანად!

 

როდესაც“დახმარების ხელი“ გავუწოდე,მაშინ ის მსხვერპლი იყო ,მე -მხხსნელი ვიყავი…ახლა ჯალათად მოვევლინე მას, თუმცა, მაინც არ შეიცვალა პოზიცია და ისევ მსხვერპლია…

 

ჩემი მოკრძალებული რჩევები-თუ როგორ უნდა ამოიცნოთ,თქვენი მეორე ნახევარი აზარტულია,თუ არა:

1.უმიზეზო გაღიზიანება

2.აზარტულ თამაშებზე უარყოფითად და უადგილოდ საუბარი

3. მისი ფრაზა: ,,ნუ მიბრაზდები,თითქოს მოთამაშე ვიყო“

4.თავის მსხვერპლად მოჩვენება

5.ძალიან ბევრჯერ დაფიცება-ტყუილზე

6.გაშტერებული მზერა

7.ფიქრი,რაღაცის „მოგებაზე“-ნებისმიერ ნივთზე

8.საკუთარი რესურსის გარეშე,თანხის გამომუშავება -სხვის ხარჯზე»

ნანახია:(40)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*