ლექსო თორაძე საქართველოშია | Jolo.ge


ლექსო თორაძე საქართველოშია

ლექსო თორაძე საქართველოშია

უცხოეთში მოღვაწე აღიარებული ქართველი მუსიკოსი ლექსო თორაძე რამდენიმე დღეა საქართველოშია. ის ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრთან ერთად რეპეტიციებს გადის. დიდი მუსიკოსი საქართველოში კონცერტს  ნიკოლოზ რაჭველის მოწვევით გამართავს. მონატრებულ მაესტროს ქართველი მსმენელი  14 და 15 ივნისს შეხვდება და მისი შესრულებით რაველის საფორტეპიანო კონცერტს მოისმენს. როგორც „ჟოლოსთვის“ გახდა ცნობილი ლექსო თორაძე რაჭაშიც დაუკრავს.

 

ლექსო თორაძე  ამერიკაში 1983 წელს გაემგზავრა. მუსიკოსის კარიერა ამერიკაში ჩასვლისთანავე განსაზღვრული იყო. მან ჯერ ვან ქლაიბერნის კონკურსი მოიგო, მერე კი გადაწყვეტილება მიიღო და დარჩა. დარჩენას უამრავი შემოთავაზება მოჰყვა. დღეს ის მსოფლიოში აღიარებული პიანისტია. მისი კონცერტები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იმართება. გასტროლები 2-3 წლით ადრე არის დაგეგმილი. ამჟამად, ამერიკის ინდიანას შტატის, ქალაქ საუზბენდის მუსიკალური ცენტრის (უნივერსიტეტის) საფორტეპიანო ფაკულტეტის კათედრის გამგეა. თავისი სტუდია აქვს და ამ სტუდიაში ბევრი ქართველი სწავლობს… 

ნანახია:(29)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*