ლევან მოსიაშვილის ,,ფრანგული სიზმარი» | Jolo.ge


ლევან მოსიაშვილის ,,ფრანგული სიზმარი»

ლევან მოსიაშვილის ,,ფრანგული სიზმარი»

15 აპრილს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა «ფრანგული სიზმარი» გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდის ნამუშევრები (კუბიზმი, აბსტრაქცია), სულ 50-მდე ფერწერული ტილო. 

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე მესამედ ტარდება. წინა წლებში წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ მისი შემოქმედების პირველ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ძირითადად საქართველოში შეიქმნა და მხატვარი მას პირობითად «ქართულ პერიოდს» უწოდებს. წელს ის საფრანგეთში შექმნილ ახალ კოლექციას წარმოგვიდგენს და როგორც თავად ამბობს, ამით დამთვალიერებელი მხატვრის სრულიად განსხვავებულ შემოქმედებას და ხედვებს გაიცნობს.

20-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ლევან მოსიაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 50-ზე მეტი პერსონალური გამოფენის ავტორი, არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია.

მხატვარი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფს და აქტიურად ეხმარება ბიბლიოთეკას უცხოეთში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვაში.

უახლოეს მომავალში მხატვრის გამოფენები დაგეგმილია, როგორც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, ისე სამხრეთ აფრიკასა და შვეიცარიაში.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან მოსიაშვილის ნახატების გამოფენა 25 აპრილამდე გაგრძელდება. 


ლევან მოსიაშვილი საფრანგეთში 1998 წლიდან მოღვაწეობს. 22 წელია,რაც ხატავს.

საქართველოში მისი  პირველი პერსონალური გამოფენა 2013 წელს გაიმართა.

ნანახია:(16)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<