ლაშა ბუღაძის პიესა ლონდონში

by admin | Март 23, 2013 15:50

ლაშა ბუღაძე შეეჩვია ლონდონის კონკურსებს თუ ლონდონელები ლაშას, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ დრამატურგის პიესაზე ლონდონელმა მსახიობებმა წელსაც იმუშავეს. „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ — ლაშა ბუღაძის ამ პიესას, ლონდონის „როიალ ქორთის“ თეატრში მოწონება ხვდა წილად. ეს იყო გამარჯვებულ ავტორთა პიესების თეატრალიზებული კითხვა, რომელშიც ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ.  დრამატურგმა პიესის პირველი ვარიანტი 2 წლის წინათ დაწერა, საბოლოოდ კი ბრიტანეთში მეექვსე, ბოლო ვარიანტი წაიკითხეს. აგვისტოს ომი და პიესა ცნობილმა ქართველოლოგმა, პროფესორმა დონალდ რეიფილდმა თარგმნა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლაშა ბუღაძემ დიდ ბრიტანეთში „ბიბისის რადიოპიესების მსოფლიო კონკურსზე გამარჯვებულის ჯილდო მოიპოვა. ათასობით ხელნაწერში ჟიურიმ ქართველი დრამატურგის პიესანავიგატორიაირჩია.

ნანახია:(25)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d/