კრისტი ყიფშიძე: “ალბათ, როდესმე მოხდება ეს ჩემს ცხოვრებაში” | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


კრისტი ყიფშიძე: “ალბათ, როდესმე მოხდება ეს ჩემს ცხოვრებაში”

კრისტი ყიფშიძე: “ალბათ, როდესმე მოხდება ეს ჩემს ცხოვრებაში”

ჩემი მეტსახელია –  საერთოდ  კრისტინა მქვია, კრისტის შემოკლებით მეძახიან. თუმცა, ახლა გამახსენდა ერთი მეტსახელიც. 

 

მეგობრებმა  “კრისტიქომი” დამარქვეს. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ტელეფონის ნომერი ვიცი, უფრო მეტიც, ვარ როგორც 09 ოპერატორი. ხშირად, როცა რაიმე ინფორმაცია სჭირდებათ ჩემთან რეკავენ. რატომღაც ყველაფერი ვიცი. ერთი „ნიკიც“ მაქვს, რომელიც მე თვითონ დავირქვი და ახლო მეგობრები მეძახიან – გლენი, მსახიობი გლენ ქლოსი მიყვარს ძალიან  და ამიტომ.


ბავშვობაში ვოცნებობდი –  უფრო მიფიქრია და მომდომებია. არ ვოცნებობდი და არც ახლა ვოცნებობ. როცა რაღაც ძალიან მინდა ყოველთვის მისრულდება, ოღონდ ძალიან გულით უნდა მინდოდეს.

 

ჩემი პირველი დიდი სიხარული – ბავშვობის არ მახსენდება, ისე კი  ჩემი პირველი სიხარული, რომელიც უკვე ათი წელია გრძელდება ჩემი შვილი ნატალიაა. ის მხოლოდ სიხარული არ არის, ბევრად მეტია.


პირველად პოდიუმზე – ჩემი დებიუტი 1994 წლის 4 ნოემბერს, მეტეხში, მაკა ნაცვლიშვილის პერსონალურ ჩვენებაზე შედგა და  უკვე 19 წელია გრძელდება. თავიდან როგორც ჰობს ისე ვუყურებდი, მერე ჩემს პროფესიად იქცა და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

 

ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა – რა თქმა უნდა ცხოვრებაში შეცდომები დამიშვია, მაგრამ არასდროს მინანია. ცხოვრება შეცდომების გარეშე შეუძლებელია. უნდა გაიაზრო ეს გზა, რომ მიხვდე ყველაფერს.  კონკრეტულად რომელიმე ამ წამს რატომღაც არ მახსენდება.

 

ვნერვიულობ როდესაც – უფ, ზოგჯერ ძალიან უაზროდ ვნერვიულობ, ვცქმუტავ, უფრო ვწუწუნებ ამ დროს, მერე ვცდილობ დავწყნარდე, თავი ხელში ავიყვანო და ტყუილად არ ვიშალო ნერვები.

 

ერთხელ ისე გავგიჟდი რომ… – სულ ვგიჟდები, როდესაც რაღაც ძალიან მიხარია ასეა… 

 

ცოდვად ვთვლი – სხვის განკითხვას… ყველას უნდა ახსოვდეს – ნუ განიკითხავ და არ განიკითხები…


პირველად შემიყვარდა – ვფიქრობ, არასოდეს მყვარებია… მეგონა, რომ იყო სიყვარული, ძალიან მიყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ვხვდები, რომ ეს ასე არ იყო… არ მყვარებია… დღესაც უსიყვარულოდ ვარ… ალბათ როდესმე მოხდება ეს ჩემს ცხოვრებაში.


 მამაკაცში მომწონს – ზუსტად არ ვიცი… უნდა მომხიბლოს…ასე კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს.


საყვარელი სუნამო – ერთი და გამორჩეული სუნამო არ მაქვს. ტკბილი სურნელი მიყვარს. გააჩნია რა ხასიათზე ვარ, აქედან გამომდინარეა ჩემი სუნამოც, ამიტომ ძალიან ბევრი მაქვს ერთდროულად გახსნილი…

 

ჩემთვის კომფორტი არის – გააჩნია რა კომფორტს გულისხმობთ, თუ სულიერ კომფორტზე მეუბნებით მთავარია გარშემო ყველაფერი იყოს დალაგებული, ნერვები დაწყნარებული და მხოლოდ პოზიტივი. ისე კი დილა, სანამ შხაპამდე მივალ ჭიქა ყავით თენდება, ეს რომ არ იყოს, ვფიქრობ  დიდი დისკომფორტი იქნებოდა.

 

ვერ ვეგუები –  როგორ ადამიანს ვერ ვეგუები? რთული კითხვაა. თუ ვერ ვეგუები არც მაქვს სურვილი რომ შევეგუო. მთელი ტვინითა და სხეულით ვგრძნობ, რომ ჩემი არ არის, ძალით არ მიყვარს ურთიერთობა.


ტყუილი – აუუ, ძალიან ცუდად გამომდის ვინმეს მოტყუება. არ მიყვარს რომ ვატყუებ და იგივეს ველოდები სხვისგანაც.


მავნე ჩვევა – სიგარეტის მოწევაა, მაგრამ არც ისეთი დიდი მწეველი გახლავართ. მე ისეთი თვითკრიტიკული ვარ,  ვფიქრობ, მავნე ჩვევა ბევრი მაქვს. საერთოდ რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მიჭირს… ალბათ დადებითიც ბევრი მაქვს და ეს აბათილებს.


ვიცხოვრებდი – მიყვარს ჩემი ქალაქი სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვაგრძელებ ცხოვრებას. წელიწადში რამდენიმე თვით სიამოვნებით ვიცხოვრებდი სადმე კუნძულზე, სადაც სულ ზაფხულია, არის სიმშვიდე, მზე, წყალი… აი, სწორედ ასეთ კუნძულზე მინდა მომავალში ჩემს შვილიშვილებთან ერთად.


ყველაზე მეტად მეშინია – არ ვფიქრობ შიშზე, საერთოდ ნეგატივზე არასოდეს ვფიქრობ… ამას თქვენც გირჩევთ.


მიტყდება – როდესაც ვერ მიგებენ.

 

ჩემი ყველაზე დიდი წარმატება არის – ჩემი შვილი ნატალია და ძალიან ვამაყობ მისით.


                                                                                                 

ნანახია:(11)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*