ისინი იყვნენ ორნი … | Jolo.ge


ისინი იყვნენ ორნი …

ისინი იყვნენ ორნი …

ისინი იყვნენ ორნი – ქალი და კაცი. მათ სადღაც იპოვეს ერთმანეთი და ახლა ცხოვრობდნენ ერთად, ერთი ცხოვრებით, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მოწყენილი და საერთოდ, ორი ძალიან ბედნიერი ადამიანის ძალზე ჩვეულებრივი ცხოვრებით.

ისინი ბედნიერები იყვნენ იმიტომ, რომ იყვნენ ერთად!

კაცი ხელისგულზე ატარებდა ქალს, აშენებდა სახლს, რომ მას თბილი კერა ჰქონოდა, ეფერებოდა, ანებივრებდა და ღამით მისთვის ცაზე ვარსკვლავებსაც კი ანთებდა… და სხვები ამბობდნენ:  

„რატომღაც რომ არ გიყვარდეს ასეთი კაცი, ის ხომ იდეალია! ასეთთან ადვილია იყო ბედნიერი!“

ისინი კი იღიმოდნენ და არავის ეუბნებოდნენ, რომ იდეალად კაცი სწორედ ქალმა აქცია: კაცს უბრალოდ არ შეეძლო ყოფილიყო სხვანაირი ამ ქალის გვერდით. ეს იყო მათი პატარა საიდუმლო.

ქალი ელოდებოდა კაცს, ხვდებოდა და აცილებდა, უვლიდა სახლს, რომ კაცს იქ დახვედროდა სითბო და კომფორტი… სხვები კი ამბობდნენ:

„რატომაც არა! ასეთი ქალი ხელის გულზე უნდა ატარო, აბა რა. ის ხომ ოჯახისთვის არის შექმნილი. რა გასაკვირია, რომ კაცი ასეთი ბედნიერია.“

ისინი კი მხოლოდ იცინოდნენ და არავის ეუბნებოდნენ, რომ დიახ, ის შექმნილი იყო ოჯახისთვის, მაგრამ მხოლოდ ამ კაცთან, რომელსაც ბედნიერი შეუძლია იყოს, მხოლოდ ამ ქალის სახლში. ეს იყო მათი პატარა საიდუმლო.

კაცი მიდიოდა, წაიბორძიკებდა, ეცემოდა, იმედი უცრუვდებოდა, იღლებოდა და… სხვები ამბობდნენ:

„რაში სჭირდება ამ ქალს ასეთი დაუძლურებული და დატანჯული კაცი? ირგვლივ ხომ უამრავი ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცია?!“

მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ქალისთვის ამ კაცზე უფრო ძლიერი არავინ იყო ამ ქვეყნად, ისინი ხომ ერთად იყვნენ და  ქალს ისეთი თავდავიწყებით უყვარდა ის, რომ სწორედ ეს სიყვარული აძლევდა კაცს უზარმაზარ ძალას. ეს იყო მისი საიდუმლო.

ქალი უხვევდა მას ჭრილობებს, ღამეებს უთევდა, თავზე ევლებოდა, მაგრამ ხშირად მოიწყენდა ხოლმე და ტიროდა…  და მაშინ სხვები ამბობდნენ:

„რა იპოვამ ამ კაცმა მაგ ქალში? მას ხომ სახე დანაოჭებელი აქვს, ხოლო თვალის უპეები – ჩალურჯებული. ირგვლივ ხომ უამრავი ახალგაზრდა და ლამაზი ქალია.“

მაგრამ არავინ იცოდა, რომ მისთვის ეს იყო ყველაზე ლამაზი ქალი მთელს სამყაროში. განა შეიძლება ვინმე შეედაროს სილამაზით იმ ქალს, ვინც უყვართ?მაგრამ ეს იყო მისი საიდუმლო.

და ცხოვრობდნენ ისინი ასე, უყვარდათ ერთმანეთი და იყვნენ ბედნიერები! სხვებს უკვირდათ: „როგორ შეიძლება ადამიანებს ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთმანეთი არ მობეზრდეთ?

ქალი და კაცი კი ამაზე არაფერს ამბობდნენ….

უბრალოდ, ისინი იყვნენ ორნი, მაგრამ ერთად!

ხოლო სხვები იყვნენ ბევრნი, მაგრამ ცალ–ცალკე…

სხვა შემთხვევაში ასეთ კითხვებს ხომ არ დასვამდნენ?

ამიტომ ეს არ იყო მათი საიდუმლო. ეს იყო ისეთი რამ, რასაც სიტყვებით ვერ ახსნი…

თუმცა, არც არის საჭირო…

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო:http://mebonia.com/

ნანახია:(983)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ახალი სულიერი გამოცდილება

მათთვის ვისთვისაც იოგა უფრო მეტი გახდა, ვიდრე ყოველდღიური ვარჯიში და უნდა რომ ჩაუღრმავდეს დილის იოგის პრაქტიკას და გამოცდილებაც მიიღოს. გეპატიჟებით


„გამოსავალი, საკუთარი თავის შეცვლაშია“ — თამარ კვარაცხელია

ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენილი თითოეული ადამინი, სამაყროს საჩუქრია. გავიხსენოთ, როგორ ვარჩევთ საჩუქარს საყვარელი ადამიანისთვის? სამყაროც ანალოგიურად გვიგზვნის მას, ადამიანების სახით და ის


როგორ განვივითაროთ დარწმუნებისა და ზეგავლენის მოხდენის უნარი?

თქვენ შეგიძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდინოთ ზეგავლენა ადამიანებზე, თუ ისინი ჩათვლიან, რომ თქვენ შეგწევთ ძალა, გააკეთოთ რაღაც მათთვის ან მათთან


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort