»ისევ არეული ნაბიჯები…» | Jolo.ge


»ისევ არეული ნაბიჯები…»

»ისევ არეული ნაბიჯები…»

ყელში ამოვიდა მეფე ლირი,
წვიმს და ხასიათი მისველდება,
თმები მზის სხივებზე შეფენილი,
მკვდარი სიყვარულით ისევდება.

ვზივარ, მეფერება ქარი თმებზე,
«ისევ არეული ნაბიჯები…»
ვიდრე მსუყე ლუკმას დავითრევდე
კბილით, მილიონჯერ დავიჭრები
მკერდში, მოისარი ქალებისგან,
შიში შეჩვეული აბსურდია, —
ან როგორ არ უნდა გამერისკა,
როცა შეშლივით არ მსურდი, ან
მსურდი არაბული გაშმაგებით,
სულში ჩაგისახლდი ლამის იყო
ვნების რქებიანი ეშმაკივით,
ფრთებზე შემოგხვიე საცეცები…
ისევ აწიოკებს ქარი ქუჩებს,
ღამის უკუნეთში დაგეძებდი,
მერე ავდექი და დავიხუჭე,
თვალებ გახელილს რომ დამენახა
ვენებ გადაჭრილი სიძულვილი,
ცაზე ღიმილივით დამეხატა,
ჩვენი შემოდგომის მიწურული.

ყელში ამოვიდა სონეტები,
ასჯერ გადათვლილი ძმა-ბიჭებიც,
«სისხლში მომეძალეთ მომეტებით,
შენ და არეული ნაბიჯები.»

                                                                                 თორრნიკე ნაროზაული

ნანახია:(41)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*